Home » ბლოგი » ხოდა, რა ხდება დღეს?!..

ხოდა, რა ხდება დღეს?!..

ალექსანდრე რუაძე

კორონავირუსის  გამოჩენას  „მზის და ვარდების“ მხარეში მოულოდნელი  ავდარი და მოქუფრული ცა მოჰყვა. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი  პანიკამ მოიცვა და თვითგადარჩენის რეჟიმში გადასულ  მოსახლეობას ისღა დარჩენოდა, რომ სავაჭრო ქსელებიდან აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთები მოემარაგებინა და სახლში ჩაკეტილიყო.
საქართველოს მთავრობა ერთი შეხედვით  საკმაოდ მომზადებული შეხვდა კრიზისულ სიტუაციას და სხვა ქვეყნების ფონზე  ამ დრომდე  სტაბილური მდგომარეობა ფიქსირდება ჩვენს საზღვრებში. ამასთანავე მრავალმა კერძო სექტორმა მუშაობა შეაჩერა ან დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა. დღეიდან სამარშუტო ტაქსებით გადაადგილებაც აიკრძალა და მხოლოდ „ტაქსით“, მეტროთი  და ავტობუსების საშუალებით შეიძლება ქალაქში  უმანქანოთათვის  მოძრაობა. ფეხით სიარული კი, ამბობენ  ჯანმრთელობის საწინდარიაო, მაგრამ სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებული  მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე  ეს მოცემულობაც უნდა უარვყოთ და ფეხით სიარულს სახლში დარჩენა ვამჯობინოთ.
სახლიდან გამოსული მარტივად შენიშნავთ ავტობუსის გაჩერებებთან  ტრანსპორტის მოლოდინში მყოფ  უამრავ ადამიანს, რომლებსაც იმ სამსახურებში მიეჩქარებათ, სადაც სასაცილო  ანაზღაურების ხარჯზე უწევთ მუშაობა და ამ კრიზისული სიტუაციის პირობებშიც  კი ვალდებულნი არიან არ მოწყდნენ  საკუთარ  საქმიანობას, რათა მარკეტებში დარჩენილი სურსათი  შეიძინონ  და  როგორმე თავი გაიტანონ.  ავტობუსში ვინც ვერ მოახერხა ასვლა,  მეტროს მიაშურა, სადაც  ადამიანები ერთმანეთს არიან “ჩახუტებული”  და  ყველანაირად ეწინააღმდეგებიან  მთავრობის რეკომენდაციებს , რომ ახლო კონტაქტისგან თავი შევიკავოთ  და ერთმანეთისაგან დავიცვათ ერთმეტრიანი დისტანცია.  ამ უკიდურესობის ფონზე, ტაქსებმაც არ დააყოვნეს  და ისედაც გაორმაგებული ტარიფები  გაასამმაგეს, რაც  მეტროსა და ავტობუსებს მიღმა დარჩენილი ადამიანებისთვის ზედმეტად  ძვირი ფუფუნებაა. შესაბამისად მიზერული და სასაცილო თანხის სანაცვლოდ  სამსახურში მიმავალ ადამიანებს  არა მარტო ყოველდღიური დამღლელი რუტინის ატანა, არამედ  გამძვინვარებულ ვირუსთანაც უწევთ ბრძოლა.
კარგი იქნება, თუ თბილისის მერია ამ პრობლემის  მოსაგვარებლად  სხვადასხვა ღონისძიებებს გაატარებს,  მაგალითად, ხაზებზე,  ავტობუსებს დაამატებს,  წინააღმდეგ შემთხვევაში საშინელი ვირუსის ფონზე, ისედაც დემორალიზებულ საზოგადოებას მივიღებთ.  თუ ჩვენი მერია მაქსიმალურად ითვისებს მილანის ინფრასტრუქტურას, მილიონიან ნაძვის ხეს გვიდგამს და გვეუბნება, რომ მილანელი სტილისტი, თბილისელ დალაქს სჯობს, იმის ინფორმაციაც მოგვაწოდოს,   როგორ შევძლოთ გადაადგილება  ან მარკეტში შესვლა.  როგორც ცნობილია,  იტალიაში , სავაჭრო ცენტრებში რამდენიმე ადამიანის ერთად შესვლა შეიზღუდა და მხოლოდ 4-4  პირს შეუძლია მარკეტით სარგებლობა,  ასევე ავტობუსებში, განსაზღვრულია  მგზავრთა რაოდენობა და იქ ფეხზე დგომას არავინ აიძულებს საზოგადოებას, რადგან ეს აკრძალულია.

რა გავაკეთოთ? მარტივია – ავამაღლოთ  საზოგადოების თვითშეგნება და თითოეულმა გავზარდოთ მოქალაქეობრივი ვალდებულებები.

უნდა გაიაზროს ჩვენმა მოსახელობამ. რომ გაითვალისწინოს მთავრობიე რეკომენდაციები, თუ აუცილებლობა არ არის, დარჩეს სახლში და იზრუნოს როგორც საკუთარ, ასევე სხვის ჯანმრთელობაზეც.

და კიდევ ერთი – არ დავთესოთ პანიკა და მძიმე მდგომარეობის მიუხედავად ვეცადოთ გავავრცელოთ პოზიტივი!

Facebook Comments
x

Check Also

რომელი მიმართულებები აგრძელებენ მუშაობაში საყოველთაო კარანტინის დროს

საქართველოში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ  18 მიმართულების ეკონომიკური საქმიანობა არ ჩერდება: სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობა; სურსათის/ცხოველის ...