Home » ეს საინტერესოა » ხუთმა ხარმა ძროხა გააუპატიურა – ძროხა დაკლეს, პატრონი დააჯარიმეს

ხუთმა ხარმა ძროხა გააუპატიურა – ძროხა დაკლეს, პატრონი დააჯარიმეს

რუსეთში, როსტოვის ოლქში უჩვეულო სასამართლო პროცესი გაიმართა: 5 ხარი დამნაშავედ სცნეს ჯგუფურ გაუპატიურებაში და დანაშულებრივ შეთქმულებაში.

სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ადგილობრივი მცხოვრების საჩივრის საფუძველზე გამოიტანა. მან მეზობლის 5 ხარი თავისი ძროხის გაუპატიურებაში დაადანაშაულა. სასამართლოს ინფორმაციით, ძროხა და ხარები ერთ საძოვარზე ძოვდნენ, სადაც „სექსუალური ძალადობის აქტი“ განხორციელდა.

როგორც ძროხის პატრონე ამბობს, ძალადობის შედეგად მიღებული სტრესის გამო, მისი ძროხა რომელიც მანამდე საკმაოდ კარგად იწველებოდა, იმდენად დაზარალდა, რომ მისი დაკვლა გახდა აუცილებელი.

მოძალადე ხარები შინაპატიმრობაში იმყოფებიან. მათ მეპატრონეს კი 31 ათასი რუბლის ჯარიმა დააკისრეს.

 

Facebook Comments
x

Check Also

ტალიაშვილის ინიციატივით და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ზღვისუბანში შეჭირვებული ოჯახების მხარდასაჭერი აქცია გრძელდება

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილისა და კერძო სექტორის ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ზღვისუბანში ...