Home » მთავარი » ხურციძეს WBO-ს დროებითი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოერთვა

ხურციძეს WBO-ს დროებითი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოერთვა

აშშ-ში დაკავებულ ქართველ მოკრივეს, ავთანდილ ხურციძეს WBO-ს დროებითი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოერთვა.

ინფორმაციას ორგანიზაცია ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სპეციალური განცხადებით ავრცელებს.

“ვინაიდან ავთანდილ ხურციძე ვერ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს, როგორც WBO-ს დროებითი ჩემპიონი იბრძოლოს ჩემპიონატზე და ვინაიდან დაგეგმილი ჩემპიონატი გაუქმდა, ამ რეზოლუციით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ავთანდილ ხურციძის – საშუალო წონით კატეგორიაში დროებითი ჩემპიონის ადგილი გათავისუფლდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშანვია, რომ WBO ხურციძეს 10-დღიან ვადას აძლევს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზოლუცია საბოლოო იქნება და ვეღარ გადაიხედება.

შეგახსენებთ, რომ 37 წლის ავთანდილ ხურციძემ WBO-ს დროებითი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 22 აპრილს მოიპოვა ტომი ლენგფორდის ნოკაუტით დამარცხების შემდეგ. დროებითი ჩემპიონის ქამარი ქართველ მოკრივეს 8 ივლისს, ლონდონის Copper Box Arena-ზე, სრულფასოვან ჩემპიონ ბრიტანელ ბილი ჯო სანდერსთან ბრძოლით უნდა დაეცვა, თუმცა მისი დაპატიმრების გამო შეხვედრა გადაიდო.

ქართველ მოკრივეს რეკეტის, თავდასხმის და სხვადახვა სახის თაღლითობის ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში, 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

წყარო: mysports.ge

Facebook Comments
x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...