Home » მთავარი » ჯავახიას მორიგი სკანდალი-ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი სცემეს(ვიდეო)

ჯავახიას მორიგი სკანდალი-ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი სცემეს(ვიდეო)

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია მორიგ სკანდალში გაეხვა. იგი „ტუტუცური“ მიმართვების გამო ახალგაზრდებმა კაფე-ბარ ,,არტ კაფეში’’ სასტიკად სცემეს.

სააგენტო kutaisitoday.com  ამის შესახებ ესკლუზიურად წერს. ჟურნალისტის ინფორმაციით, ზვიად ჯავახია, ბარში შეკრებილ ახლგაზრდებს უწმაწური სიტყვებით მიმართავდა, კერძოდ – ,,დედის გინებით’’, რის გამოც ახლგაზრდებმა მას გარეთ გასვლისაკენ მოუწოდეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, როგორც სააგენტოს ადმინისტრაცია წერს – „სიმთვრალისგან ,,წაშლილი’’ ზვიად ჯავახია კვლავ აგრძელებდა მანდილოსნებისა და ბარში შეკრებილი ახალგაზრდების მიმართ გინებას, რის გამოც ბარში შეკრებილმა ახლგაზრდებმა ის ადგილზე სცემეს.

აღნიშნული ვიდეო-კადრები ბარში, სუფრასთან მჯდომმა მანდილოსანმა გადაიღო და ექსკლუზიური უფლებით kutaisitoday-ს გადასცა.

შეგახსენებთ , რომ ეს ის ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის უფროსია, რომელმაც თანამშრომლებს საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ქცევის წესები დაუდგინა , თუმცა ვინ როგორ ემორჩილება ეს მეორე საკითხია, ამჯერად ჯავახია მაგალითის მიმცემი თანამშრომლებისთვის ვერ გახდა და სასტიკად სცემეს.  საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე მუხლის თანხმად ეს წვრილმანი ხულიგნობაა.

კანონში წერია: – ,, წვრილმანი ხულიგნობა, ესე იგი საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით’’ .

მნიშვნელოვნი იქნება ქუთაისის მერის რეაქცია ადმინისტრაციის უფროსის საქციელზე, მიიღებს თუ არა კანონით დადგენილ უმკაცრეს გადაწვეტილებას შოთა მურღულია იმ სამსახურის უფროსის მიმართ, რომელიც პასუხიმგებელია ქუთაისის მერიის ადმინისტრაციისა და თანამშრომლების სათანადო მუშაობასა თუ ყოფა-ქცევაზე.

საზოგადოება ქალაქის მერის განცხადებას ელოდება.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“ნაციონალური მოძრაობა“ პუშკინის სკვერში იკრიბება

“ნაციონალური მოძრაობა“ პუშკინის სკვერში იკრიბება, საიდანაც  მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველზე მივლენ და აქციას შეუერთდეიან. აქცია 3 ...