Home » მთავარი » ჯანდაცვის სამინისტრო: ქვეყანაში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირებულია

ჯანდაცვის სამინისტრო: ქვეყანაში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირებულია

საქართველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირებულია, ასევე, შემცირებულია მკვდრადშობადობა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ლაგვილავამ ჟურნალისტებს ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში განუცხადა, სადაც პერინატალური რეგიონალიზაციის პროგრამის მიმდინარეობის ანგარიში იყო წარმოდგენილი.

დარგის სპეციალისტებსა და სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების ხელმძღვანელებს 2017 წლის ანალიზი და ის სიახლეები გააცნეს, რაც ამ მიმართულებით არის დაგეგმილი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს შემდეგი ტენდენცია შეინიშნებოდა:

პაციენტები მიდიან შესაბამის დაწესებულებაში რისკის შესაბამისად, მსგავსი შემთხვევების მაჩვენებელი 90%-ია;

შემცირებულია რეგიონებიდან პაციენტების რეფერირება;

შემცირდა დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელი;

შემცირდა მკვდრადშობადობა;

ღონისძიებას დედათა და ბავშვთა დაწესებულებების 80-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დიასკუსია.

 

Facebook Comments
x

Check Also

საბერძნეთმა ქალი პრეზიდენტი პირველად აირჩია

საბერძნეთის პარლამენტმა, პირველად ქვეყნის ისტორიაში, ქალი პრეზიდენტი აირჩია. 63 წლის კატერინა საკელაროპულუს 300 დეპუტატიდან 261-მა ...