Home » მთავარი » ჯანელიძემ უარყო გამტაცებლების მიერ გამოსასყიდის სახით თანხის მოთხოვნა

ჯანელიძემ უარყო გამტაცებლების მიერ გამოსასყიდის სახით თანხის მოთხოვნა

მიხეილ ჯანელიძე იოსებ ოსორაულის საქმეს  გამოეხმაურა.

„სხვადასხვა წყაროდან სხვადასხვა ინფორმაცია მოდის. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა შესაძლო არხით ნებისმიერ ორგანიზაციასთან, რომელსაც შეუძლია ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა. საქართველოს მთავრობას ერთი წუთითაც არ შეუჩერებია მუშაობა. მთავრობა დგამს ყველა შესაძლო ნაბიჯს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, კონგოსთან, რეგიონის სხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მისი ბედის გასარკვევად. განხორციელდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის ვიზიტი კონგოში და მიმდინარეობს დიალოგი ამ ვითარებასთან რაიმე შემხებლობის მქონე ყველა შესაძლო მხარესთან“, – განაცხადა მინისტრმა და როგორც აღნიშნა, მთავრობის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯის თაობაზე საქმის კურსში იყო იოსებ ოსორაულის ოჯახი.

მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია გამტაცებლების მიერ გამოსასყიდის სახით გარკვეული ოდენობის თანხის მოთხოვნის შესახებ.

„ გადაჭრით უნდა ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც საქმეში ჩაერთო საგარეო საქმეთა სამინისტრო, არც ერთ დონეზე, არც ერთ მოლაპარაკებაზე არ დამდგარა გამოსასყიდის ან რაიმე თანხის მოთხოვნის საკითხი“ – განაცხადამიხეილჯანელიძემ.

Facebook Comments
x

Check Also

ოპოზიციის შტაბი დიდ კარავში გადაინაცვლებს

ოპოზიციის შტაბი რუსთაველზე დადგმულ დიდ კარავში გადაინაცვლებს. ეს კარავი განკუთვნილი იქნება კონსულტაციებისთვის და მოლაპარაკებების გასამართად. ...