Home » მთავარი » ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე

ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განვლილი 6 თვის განმავლობაში საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების მიხედვით, სამინისტროს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა. პირველ რიგში ყურადღება გაამახვილა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს უმთავრესი საგარეო-პოლიტიკური ამოცანაა ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, დეოკუპაცია და მშვიდობიანი გზით, განსაკუთრებით – საოკუპაციო ხაზებით გამოყოფილი მოსახლეობის შერიგებითა და ნდობის აღდგენით აგრეთვე, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე.

„ჩვენი აქტიური ძალისხმევით პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების მხრიდან სათანადო შეფასება მიეცა რუსეთის მიერ გადადგმულ ამ უკანონო ნაბიჯებს და გაკეთდა დამგმობი განცხადებები. გარდა ამისა, მიმდინარე წელს უკვე ორჯერ მოხდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის განხილვა გაერო-ს უშიშროების საბჭოში. ეს იყო პირველი შემთხვევა, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს პირადად მიეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო ღია დებატებში და გაეროს წევრებისთვის მიეწოდებინა დეტალური ინფორმაცია კონფლიქტზე და მის ბოლო განვითარებებზე“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მან ყურადღება გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 39-ე რაუნდზე, სადაც სამუშაო ჯგუფებში რუსეთის მხრიდან გადადგმული აგრესიული ნაბიჯების შესახებ საკითხი დაისვა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე კიდევ უფრო აქტიური ჩართულობაა ევროპის საბჭოში. მისივე თქმით, გრძელდება მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკა, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომელშიც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერა გამოიხატა.

 

Facebook Comments
x

Check Also

“ნაციონალური მოძრაობა“ პუშკინის სკვერში იკრიბება

“ნაციონალური მოძრაობა“ პუშკინის სკვერში იკრიბება, საიდანაც  მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველზე მივლენ და აქციას შეუერთდეიან. აქცია 3 ...