Home » მთავარი » ჯარისკაცმა თავი მოიკლა-მიმდინარეობს გამოძიება

ჯარისკაცმა თავი მოიკლა-მიმდინარეობს გამოძიება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

2017 წლის 26 ივნისს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ბაზის ტერიტორიაზე I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის საკონტრაქტო მოსამსახურემ, 1995 წელს დაბადებულმა პირველი კლასის რიგითმა ი.ი. განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, მასზედ განპიროვნებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში გასროლით  ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიყენა. თავის არეში მიყენებული ჭრილობისაგან ი. ი. ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გარდაცვლილს  სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თავდაცვის სამინისტრო  ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ნათესავებს.

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის მინისტრი ვაზიანის სამხედრო ბაზებზე მივიდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვაზიანში მე-4 მექანიზებული და მე-5 საარტილერიო ბრიგადები მოინახულა. ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო მოსამსახურეებს ...