Home » მთავარი » “ჯერ ვაცადოთ რისი თავი აქვს და მერე ვილაპარაკოთ ვინ ვის დაამხობს”

“ჯერ ვაცადოთ რისი თავი აქვს და მერე ვილაპარაკოთ ვინ ვის დაამხობს”

“ვანო მერაბიშვილს დროსთან ერთად მოუწევს იმის შეფასება, თუ რა დატოვა და რა დახვდა.  ნახავს, რომ „ნაციონალური მოძრობა“ სულაც აღარ არის ერთიანი და მას ამ დაქსაქსული ელემენტების დეგრადირების ხარისხის შეფასება მოუწევს. ის რეალურად არის პრობლემა, რადგან როგორც თავად  თქვა, არის „მეტრუპე“, შესაბამისად, არ შეიძლება, „მეტრუპე“ ვინმეს უნდოდეს თავისთან, თუმცა მოჩვენებითად ალბათ ეტყვიან, უხარიათ მასთან  ყოფნა.”- განაცხადა თია წულუკიანმა ვანო მერაბიშვილის კომენტარზე.

როგორც თია წულუკიანი ამბობს, მერაბიშვილს ძალიან  ძალიან ბევრი სამუშაო აქვს ჩასატარებელი და შესაფასებელი.  “ვაცადოთ თვითონვე შეიქმნას აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რისი თავი აქვს მას და მის პოლიტიკურ ძალას, შემდეგ ვილაპარაკოთ ვინ ვის დაამხობს.“

Facebook Comments
x

Check Also

“კოვიდ 19” კიდევ ერთ მარნეულელს და ბოლნისის ერთ მაცხოვრებელს დაუდასტურდათ

უკვე ცნობილია იმ  15 ადამიანის მასალის პასუხი, რომლებიც დღეს  კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით ელოდებოდნენ.  ორი დადებითი ...