Home » მთავარი » “ჯერ პარლამენტში არ შესულა და უკვე ბოროტული მიზნები სააშკარაოზე გამოიტანა!”

“ჯერ პარლამენტში არ შესულა და უკვე ბოროტული მიზნები სააშკარაოზე გამოიტანა!”

ქართული ოცნების წევრი, დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატის, ილია წულაია განცხადებას, რომ  საპოლიციო გამოსახლების წესის გაუქმება სწორი გადაწყვეტილება არ იყო და მას სავარაუდოდ ახალი მოწვევის პარლამენტი გადახედავს, საზოგადოებაში საკმაოდ მწვავე რეაქცია მოყვა.

ამჯერად წულაიას განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციის „გაერთიანებული საზოგადოების“ ლიდერი ანი დარსალია ეხმიანება:

-„აი, ეს  ის გადამგდები წულაია, რომელმაც ხალხის გაძარცვით იშოვა ფული. ახლა ოცნებამაც ასეთი ნაძირალებით შეავსო პარტიული სია და გაუხსნა ხელ-ფეხი. ჯერ პარლამენტში არ შესულა და უკვე ბოროტული  მიზნები სააშკარაოზე გამოიტანა, ვერ მოითმინა ნოემბრამდე. უარესებსაც უნდა ველოდეთ, რადგან პორტირებული ნაცების, მკვლელების, ქურდბაცაცების და ჯალათების პარლამენტი მივიღეთ 2016 წელსაც. სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსები კი ძალიან ცოტანიღა შემორჩნენ. ასეთი ნაბიჯებით თუ აპირებენ გალიონ მომავალი 4 წელი, ჩვენ, ახალგაზრდები ვპირდები მათ ნაადრევად დავასრულებინებთ  საპარლამენტო მოღვაწეობას და ნაცებთან ერთად ვისვრით პოლიტიკურ სანაგვეზე! გიურზების დრო უნდა დასრულდეს საქართველოში!“

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება იწყება

ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ ინიციატივით, საინიციატივო ჯგუფი, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ...