Home » მთავარი » ჯერ ჩვენს მშიერ ბავშვებს, გაჭირვებულ ოჯახებს, დევნილებს მივხედოთ და მერე ვივიშვიშოთ სხვების დახმარებაზე!

ჯერ ჩვენს მშიერ ბავშვებს, გაჭირვებულ ოჯახებს, დევნილებს მივხედოთ და მერე ვივიშვიშოთ სხვების დახმარებაზე!

არჩილ ჭყოიძე

„ერეკლე მეორეს საზოგადოება“

-„როდესაც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ალეპოზე, ვსაუბრობთ ტერორიზმზე, რუსეთზე, ამერიკაზე-გვავიწყდება ყველაზე მთავარი-ჩვენი ხალხი და ჩვენთან მიმდინარე მოვლენები. ჩვენ თავად ისეთ ურთულეს მდგომარეობაში ვართ, რომ შეიძლება ითქვას სწორედ ალეპოში ვცხოვრობთ. ჩვენს გარშემო მშიერი ბავშვები არიან, ადამიანები იხოცებიან სიცივისა და შიმშილისაგან, ასობით ბავშვი ვერ იღებს განათლებას…

ჩვენ ვინტერესდებით რა ხდება სხვაგან და ვერ ვხედავთ რა ხდება ჩვენსავე გვერდით! პირველ რიგში უნდა გვაინტერესებდეს რა ხდება საქართველოს რეგიონებში და მერე უკვე სხვაგან! უნდა გვაინტერესებდეს ის, რომ ვნადგურდებით და შესაძლებელია სულ მალე უმცირესობაშიც აღმოვჩნდეთ. მოვისმინე მთავრობის თუ ოპოზიციის განცხადებები ალეპოში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნაზე. მე ამ რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი თიანეთიდან, იქ ვნახე 8 შვილიანი ოჯახი, რომლებსაც დღეში მხოლოდ 1 პური აქვთ და ბავშვებს თითო ნაჭერს აჭმევენ და მშივრები არიან. ასეთი ოჯახები ხომ მრავლადაა საქართველოში…ჯერ ჩვენს შვილებს მივხედოთ, ჩვენს მშიერ ბავშვებს და გაჭირვებულ ოჯახებს და მერე დავინტერესდეთ რა ხდება სხვაგან! ჯერ ჩვენს დევნილებს მივხედოთ და მერე სხვა ქვეყნის დევნილებზე ვივიშვიშოთ! დიდი უბედურებაა ის, რომ ყველაზე ვფიქრობთ ჩვენი საზოგადოების, ქვეყნის და ხალხის გარდა!“

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელი ...