Home » მთავარი » ჯეჯელავას ოცნება და საზოგადოების „შიშები სკოლების გაერთიანების შესახებ“

ჯეჯელავას ოცნება და საზოგადოების „შიშები სკოლების გაერთიანების შესახებ“

ალექსანდრე ჯეჯელავამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, სკოლის ბუფეტებიდან არაჯანსაღი საკვების ამოღების ინიციატივაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სკოლებში ჯანსაღი პროდუქტის შეტანის საკითხზე ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მუშაობენ. როგორც აღმოჩნდა, მინისტრის ოცნებაა „ყველა სკოლის შესასვლელში ვაშლიანი თასი იდგას”.

“სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ვთანამშრომლობთ ძალიან აქტიურად. გვინდა და აქ უკვე დაძალება არ გამოვა, ეს იქნება უფრო შეთავაზება [სკოლებისთვის], ეს იქნება ჯანსაღი პროდუქტი, ბოსტნეული, ხილი. უნდა შევეცადოთ, შვედეთში იყო პროექტი, რომ სოფლის მეურნეობამ დაიწყო პროექტი და ყველა სკოლის შესასვლელში დადგა ვედრო/თასი ვაშლით. თუ არ გინდა, ნუ შეჭამ. ჩემი ოცნებაა, რომ ყველა სკოლის შესასვლელში ვაშლიანი თასი იდგას. ნუ შეჭამს თუ არ უნდა, ბოლოს მაინც შეჭამს, ესუსნავებათ ბავშვებს და მიადგებიან იმ ვაშლს და შეჭამენ” – განაცხადა  ჯეჯელავამ.

მინისტრის საუბრიდან ცნობილი გახდა ისიც, რომ არც ერთ სკოლაში ოპტიმიზაცია და გაერთიანება არ იგეგმება.

-რაც შეეხება შიშებს, რომ შესაძლოა, გაერთიანდნენ სკოლები ან ოპტიმიზაცია მოხდეს, ეს არასწორო შიშებია. მესმის, რომ შესაძლოა, წინა წლების გავლენის შედეგად აქვთ ეს შიშები, მაგრამ მსგავსი არაფერი იგეგმება. უფრო მეტიც – ამ პროცესში კერძო სკოლებსაც ჩავრთავთ”-აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით ცვლილებებია  სკოლების ბუფეტებში საკვების გაყიდვასთან დაკავშირებით.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90/

 

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოს თავდაცვის ძალებს 304 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

დღეს, ვაზიანის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში, 304-მა კურსდამთავრებულმა საზეიმო ფიცი დადო. ფიცის დადებამდე, რეკრუტებმა საწყისი ...