Home » მთავარი » ჯვართამაღლებას გილოცავთ! ჯვრის ძალა ფარავდეს სრულიად საქართველოს!

ჯვართამაღლებას გილოცავთ! ჯვრის ძალა ფარავდეს სრულიად საქართველოს!

27 სექტემბერს მართლმადიდებელი ქრისტიანები ჯვართამაღლების დღესასწაულს დღეს არის უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლებისა. დღეს ყოველი მორწმუნე განსაკუთრებით გამოხატავს ჯვრის თაყვანისცემას და სასოებით მიმართავს უფალს: „ჯვარსა შენსა თაყვანსა ვსცემთ მეუფეო და წმიდასა აღდგომასა შენთა ვუგალობთ და ვადიდებთ“.

ამ დღეს დაწესებულია ერთდღიანი მარხვა.

ილია მეორე.

-”განუზომლად დიდია ჯვრის ძალა ადამის მოდგმის მტერთან ბრძოლაში. საქართველოში შემოსულ წმიდა ნინოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა, ჯვარი გადასცა და უთხრა, რომ ამ ჯვრით გაიმარჯვებდა. როცა რომის იმპერიას დაშლის საფრთხე დაემუქრა, გადამწყვეტი ბრძოლის წინ იმპერატორ კონსტანტინეს ცაზე ჯვარი გამოესახა წარწერით, რომელიც იუწყებოდა, რომ იმპერატორს ეს ჯვარი დროშებზე უნდა გამოესახა და გაიმარჯვებდა. იგი ასეც მოიქცა, ქვეყნის ერთიანობის მტრები დაამარცხა და იმპერია გააერთიანა.

ჯვარი უპირველესი იარაღია მორწმუნისა, იგი იცავს მას ხილული და უხილავი მტრების შემოტევისაგან. როგორც წმიდა მამები ამბობენ, ამ ქვეყნის არსებობაც ჯვარმა უნდა დაასრულოს. იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის წინ, ურწმუნოთა სამხილებლად ცაზე ისევ ჯვარი გამოისახება.

ჯვარი უნდა გადასახოთ თქვენს სახლს, სამოსს, საწოლს, საჭმელს, საქმეს, რომელსაც აკეთებთ და მისი ძალა დაგიცავთ თქვენ. ჯვრის ძალა გიცავდეთ აწ და მარადის თქვენ და სრულიად საქართველოს. ღმერთი იყოს მფარველი თქვენი და სრულიად საქართველოსი, ამინ!“

Facebook Comments
x

Check Also

“სრულად მაჟორიტარული სისტემა პარლამენტში  მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს”

“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სრულად ...