Home » მთავარი » ჯოზეფ დოლი საქართველოს მთავრობას მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ჯოზეფ დოლი საქართველოს მთავრობას მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

“ევროპის სახალხო პარტიის” პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი საქართველოს მთავრობას ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ჯოზეფ დოლი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

“ევროპის სახალხო პარტია სთხოვს საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის მერაბიშვილი, შემოდგომას დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე”, – წერს დოლი.

“ევროპის სახალხო პარტიის” პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ ვანო მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივება უკანონო იყო.

“პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პრეცესებს დემოკრატიაში ადგილი არ აქვს”, – აღნიშნავს პოლიტიკოსი.

წყარო: 2030

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით

ზურა ჯაფარიძე “გირჩი” “შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ...