Home » მთავარი » ჯუმბერ კირვალიძე: დაყოვნება კატასტროფის ტოლფასია!

ჯუმბერ კირვალიძე: დაყოვნება კატასტროფის ტოლფასია!

ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი

საქართველოს პარლამენტის სხდომაზე, პარლამენტის წევრმა ადა მარშანიამ შემდეგი განცხდება გააკეთა:

“სოხუმში და ცხინვალში მიმდინარეობს პროცესები, რომელთა შედეგად სოხუმიც და ცხინვალიც უფრო მეტად ინტეგრირდება რუსეთში, ხდება რუსეთის ნაწილი და უფრო მეტად გვწყდება ჩვენ. მინდა საპარლამენტო ტრიბუნიდან რამდენიმე კითხვა დავსვა – ამ კითხვების დასმის სურვილი საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობამ გამიმძაფრა, როცა ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის საკითხს მივადექით. კომისიაში ისეთი ვითარება დავინახე და ისეთი მსჯელობა მოვისმენე, რომ შეგრძნება მქონდა, რომ ვიმყოფებოდი 90-იან წლებში და ვიჯექი ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ სხდომაზე – მაშინ ძალზე ემოციური, მაგრამ უშედეგო სხდომები იმართებოდა. აბსოლუტურად სერიოზულად გეკითხებით, გავიაზრეთ ჩვენ თუ არა, გავითავისეთ თუ არა, რომ არც აფხაზებსა და არც ოსებს – არც სოხუმსა და არც ცხინვალს არ სურთ და აღარასდროს დათანხმდებიან იმას, რომ იყვნენ საქართველოს ავტონომიები. ისინი ავტონომიის სტატუსს არ დათანხმდებნიან! გვესმით ეს თქვენ თუ არა და ვაპირებთ თუ არა, ამაზე ფიქრს და მსჯელობას?! ვაცნობიერთ თუ არა, რომ აფხაზებსა და ოსებს – სოხუმსა და ცხინვალს ჩვენთან არც ფედერაციული ურთიერთობა უნდათ და არც კონფედერაციული?! ვფიქრობთ თუ არა, რა ვქნათ ამ კუთხით? ვაცნობიერებთ თუ არა, რომ ომი შეუძლებელია და ომით ვერც სოხუმს და ვერ ცხინვალს ვერ დავიბრუნებთ? უნდა მოვძებნოთ სხვა გზები და რატომ არ ვმსჯელობთ არასოდეს ამ გზებზე?! ჩემი აზრით, პარლამენტის ყველა სხდომა ამ საკითხით უნდა იწყებოდეს”!

დიახ, ქ-ნი ადა მარშანია, ცამდე მართალია! მეხუთე წელი დაიწყო და “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მხოლოდ ის “მოახერხა”, რომ სააკაშვილის რეჟიმის მსგავსად არ ილანძღება და სიფრთხილეს იჩენს რუსეთის მიმართ, რათა რაიმე პროვოკაციაზე არ წამოეგოს! ერთი, რაც გაკეთდა გახლავთ ის, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატის ამოქმედებით ქართული პროდუქციისთვის გაიხსნა რუსეთის ბაზარი, თუმცა ამ ფაქტმა ვერანაირად ვერ მოახდინა ზემოქმედება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარებაზე! მეტიც, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო პირდაპირი ან მრავალმხრივი პოლიტიკური დიალოგის ინიცირება რუსეთთან! არადა, რუსეთის მიერ განხორციელებული ყველა პოლიტიკური მანიპულირება ჩვენი ოკუპირებული რეგიონების მისამართით, სულ უფრო აახლოვებს მიმდინარე პროცესებს ამ რეგიონების ანექსიისაკენ! სამწუხაროდ, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება უუნარო და აბსოლუტურად პასიური აღმოჩნდა, მათ ავტომატურად გააგრძელეს წინა ხელისუფლების პოლიტიკური რიტორიკა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ვერ გაბედეს და ვერ შეძლეს ახალი, ალტერნატიული, კომპრომისული სტრატეგიის შეთავაზება, როგორც რუსეთისთვის, ისევე დასავლეთისთვის, რომელიც გახდებოდა საერთაშორისო თანამეგობრობის განხილვის საგანი!

მოგეხსენებათ, რომ არსებული ჟენევის ფორმატი, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე (სადაც მონაწილეობენ სეპარატისტებიც) არ იძლევა ამის საშუალებას და არაერთი წელია ჟენევის დისკუსიები სტაგნაციურ ფაზაშია შესული! ცხადზე ცხადია, რომ რუსეთთან შეთანხმების (გარიგების) გარეშე საქართველოს გამთლიანება შეუძლებელია და ეს უნდა გახდეს შემადგენელი ნაწილი რუსეთ-დასავლეთის სტრატეგიული შეთანხმების (გარიგების), საქართველოს საკითხთან მიმართებაში! ანუ, დასავლეთიც (აშშ, ევროკავშირი) და რუსეთიც ერთად უნდა გახდნენ პოლიტიკურ-სამართლებრივი გარანტები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესის დაწყების და საბოლოო დასრულების! სხვაგვარად, არაფერი გამოვა, საჭიროა მოქმედება, რადგანაც დაყოვნება კატასტროფის ტოლფასია!!!…

Facebook Comments
x

Check Also

უამრავი სიურპრიზი – ზედაზენი „ბლექსი არენაზე” დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებების სპონსორია

სს “ქართული ლუდის კომპანია” Check in Georgia-ს ფარგლებში,  „ბლექ სი არენაზე” განხორციელებული და დაგეგმილი მნიშვნელოვანი ...