Home » მთავარი » კირვალიძე: “ივანიშვილის სია” მაგონებს “შინდლერის სიას”!

კირვალიძე: “ივანიშვილის სია” მაგონებს “შინდლერის სიას”!

ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი

   -“დღეს, ცესკო-ში პარტიული სიების წარდგენის ბოლო ვადა იყო და ცნობილი გახდა, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – ს პროპორციული სია, რომლის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. გიორგი კვირიკაშვილი

2.კახა კალაძე

3. ირაკლი კობახიძე

4. თამარ ჩუგოშვილი

5. გიორგი გახარია

6. აკაკი ზოიძე

7. თამარ ხულორდავა

8. რომან კაკულია

9. სოფო ქაცარავა

10. ირინა ფრუიძე;

   ათი დღის წინ დავწერე, რაც გამოქვეყნდა მედიაში, რომ თუ დარჩენილ დროში, ბიძინა ივანიშვილი საბოლოოდ უარს იტყოდა სათავეში ჩადგომოდა მის მიერ დაფუძნებული პარტიის საარჩევნო სიას, მაშინ “ქართულ ოცნებას” არ ექნება შანსი, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩებნებში მოიპოვოს ამომრჩეველთა ხმების 50% + 1, ანუ სადეპუტატო მანდატების უმრავლესობა! “ქართული ოცნების” პარტიული სიის გამოქვეყნების შემდეგ, ეს მოსაზრება უფრო განმიმტკიცდა, რადგანაც ამ სიაში დასახელებული პიროვნებების პირველი ათეული, პოლიტიკურად ძალზედ უსუსურად გამოიყურება! დიახ, ჩემი საბოლოო დასკვნაა, – “ქართული ოცნების” პარტიული სიის ახალი “ფეისები”, რომლის შედგენაშიც აუცილებლად მიიღებდა მონაწილეობას მისი დამფუძნებელიც, ვერ და არ გახლავთ იმის გარანტია, რომ 8 ოქტომბერს იგი გამარჯვებას მოუტანს მმართველ პარტიას, თუმცა, თავად ისინი “გადარჩებიან” და გახდებიან საქართველოს პარლამენტის წევრები! ამ მხრივ, წარმოდგენილი – “ივანიშვილის სია” მაგონებს “შინდლერის სიას”!!.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

პროკურატურა 20-21 ივნისის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის საქმეზე  დაშავებული  მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო. ...