Home » მთავარი » ჯუმბერ კირვალიძე: ხმას კი არა, “გახვრეტილ შაურიანსაც” არ მივცემ”!

ჯუმბერ კირვალიძე: ხმას კი არა, “გახვრეტილ შაურიანსაც” არ მივცემ”!

       ჯუმბერ კირვალიძე

      პოლიტოლოგი

-„2 თვეზე ცოტა მეტი დრო დარჩა საპარლამენტო არჩევნებამდე, იმ დღემდე, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ თავისი მოქალაქეობრივი ვალი უნდა მოიხადოს, ანუ ხმა მისცეს ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას და მაჟორიტარ კანდიდატს. მიმაჩნია, რომ ქართულ საზოგადოებაში ორი აზრი არ უნდა არსებობდეს ამასთან დაკავშირებით და ყველამ პატიოსნად მივიღოთ მონაწილეობა 8 ოქტომბრის არჩევნებში. მართალია, რომ საქართველოში დღეს არსებული პოლიტიკური სპექტრიდან ქართველ ამომრჩეველს დიდი არჩევანის გაკეთების საშუალება არა აქვს, მაგრამ ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესებიდან გამომდინარე სასურველია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ გამოავლინოს პოლიტიკური სიმწიფე და მაღალი ელექტორალური კულტურა. დიახ, რაც შეიძლება მრავალრიცხოვანი უნდა იყოს არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, რომელიც იმის წინაპირობა გახდება, რომ არჩევნები ჩატარდება სამართლიანად!

გარდა ამისა, საშემოდგომო საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების აქტიურობის შედეგად ნათლად გამოჩნდება, თუ ვინ რას წარმოადგენს და ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ იტყვის, რომ “მისი ამომრჩეველი შინ დარჩა”. ამგვარად, ჩვენს ბედოვლათ (დიდი უმრავლესობა) პოლიტიკოსებს სასპეკულაციოდ სათქმელი აღარ დარჩებათ, რაც მომავალში გაცილებით მეტი არჩევანის საშუალებას მისცემს ქართველ ხალხს, რადგანაც ქართული პოლიტიკური ველი გვარიანად გაიცხრილება! თორემ, დღეს საქართველოს ქალაქების ქუჩებში და სოფლებში ხშირად გაიგონებთ ასეთ ფრაზას, კითხვაზე – “ვის აძლევ ხმას”, – ისმის პასუხი, – “ხმას კი არა, “გახვრეტილ შაურიანსაც” არ მივცემ”, – რასაც, სამწუხაროდ, არ შეიძლება არ დაეთანხმო!!!…

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თავდაცვის სამინისტრო აუდიტის დასკვნას ეხმაურება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ...