Home » მთავარი » ჰერბერტ ზალბერმა კომენტარი გააკეთა

ჰერბერტ ზალბერმა კომენტარი გააკეთა

საგარეო საქმეთა სამინისტროში დავით დონდუასთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა გერმანელმა დიპლომატმა ჰერბერტ ზალბერმა. მისი განცხადებით,  ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და ის, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, სრულად იზიარებს ამ პოზიციას.  ზალბერმა ისიც აღნიშნა, რომ  არ სცნობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალში, ჩატარებულ არჩევნებს.

რა  შეეხება მის სკანდალურ განცხადებას, რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, დიპლომატს არ გაუკეთებია განმარტება, თუ რატომ მიულოცა მან ე.წ. არჩევნებში გამარჯვება და არ უთქვამს, აღიარებს თუ არა ამას საკუთარ შეცდომად.

Facebook Comments
x

Check Also

“თუკი კიდევ ერთხელ “ქართული ოცნება” ჩააგდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იქნება დიდი დარტყმა

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებების კიდევ ერთხელ ჩაგდება დიდი დარტყმა ...