Home » მთავარი » „+1“ -ენმ-მ მეორე ტურისთვის ახალი კამპანია დაიწყო

„+1“ -ენმ-მ მეორე ტურისთვის ახალი კამპანია დაიწყო

„+1“ – ასე ჰქვია ახალ კამპანიას, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების მეორე ტურისთვის  დაიწყო.  კამპანიის ფარგლებში პარტიის მხარდამჭერებმა პლუს ერთი ადამიანი არჩევნებზე მისვლასა და საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის უარის თქმასთან დაკავშირებით დაარწმუნონ.

კამპანია დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი კანდელაკმა დააანონსა.

“გავდივართ მეორე ტურებზე და ვაპირებთ, ვიბრძოლოთ ბოლომდე. ჩვენ გვაქვს კამპანია – “+1 კამპანია”. ჩვენ მივმართავთ იმ 500 000 ადამიანს, რომელმაც “ნაციონალურ მოძრაობას” მისცა ხმა, მივმართავთ თხოვნით, რომ მათ 1 ადამიანი, რომელიც არ ყოფილა არჩევნებზე, ან “ნაციონალური მოძრაობისთვის” არ მიუცია ხმა, დაარწმუნოს იმაში, რომ აუცილებელია მეორე ტურში მოსვლა და პროდასავლური ოპოზიციისთვის მხარის დაჭერა. ჩვენ ამას ვაკეთებთ, რადგან ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას არა მხოლოდ იმ ნახევარი მილიონი ადამიანის წინაშე, ვინც მხარი დაგვიჭირა, არამედ ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელმაც პროდასავლურ ძალებს დაუჭირა მხარი და გვაკისრია პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე”.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“79 სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს აშშ-ში იმყოფება, საქართველოში ჩამოვიყვანთ”

გიორგი გახარია – საქართველოს და აშშ-ს მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, 79 ქართველ სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს ...