Home » მთავარი » 1 ივლისიდან მიკროავტობუსების მძღოლებს კონდიციონერის ჩართვა ევალებათ

1 ივლისიდან მიკროავტობუსების მძღოლებს კონდიციონერის ჩართვა ევალებათ

„თბილისის მიკროავტობუსი“ მგზავრებსაც მიმართავს და მოუწოდებს, რომ უკმაყოფილების შემთხვევაში დარეკონ კომპანიის საინფორმაციო ცენტრში ტელეფონის ნომერზე – 2 200 340.

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ 1-ელი ივლისიდან მძღოლებს კონდიციონერების ჩართვას ავალდებულებს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” კატეგორიულად ითხოვს მძღოლებისგან კონდენციონერების ჩართვას. მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც რეგულარულად ამოწმებენ მიკროავტობუსებს, გაასაჯაროებენ რეაგირების შედეგებს. იმ შემთხვევაში თუ შემოვა შეტყობინება, რომ რომელიმე მძღოლი არ რთავს გასაგრილებელ საშუალებას და თუ ეს შეტყობინება დადასტურდება, გატარდება შესაბამისი სანქციები, კერძოდ, პირველ შემთხვევაზე მძღოლს ეძლევა სიტყვიერი გაფრთხილება; მეორე შემთხვევაზე მძღოლს ერთი კვირით ეზღუდება სატრნასპორტო საშუალების მართვა; მესამე შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში მძღოლთან კომპანია წყვეტს ხელშეკრულებას“

Facebook Comments
x

Check Also

გვაქვს სრული მზადყოფნა ოქტომბერში არჩევნები ჩატარდეს

ირაკლი სესიაშვილი: გვაქვს სრული მზადყოფნა, ჩავეტიოთ შესაბამის ვადებში, საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს და ოქტომბერში არჩევნები ჩატარდეს ...