Home » ეკონომიკა » 1-ლი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა უქმდება

1-ლი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა უქმდება

მინდა, ვისაუბრო ფრენებზე, რაც ჩვენი და ტურისტული განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. 1-ლი თებერვლიდან მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა გავაუქმოთ, ანუ დავუშვათ რეგულარული ფრენები, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა სამედიცინო პროტოკოლი და უსაფრთხოების წესი დაცული იქნება.

„მინდა, ვისაუბრო ფრენებზე, რაც ჩვენი და ტურისტული განვითარების ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. 1-ლი თებერვლიდან მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა გავაუქმოთ, ანუ დავუშვათ რეგულარული ფრენები. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ავიაკომპანია, ვინც დღემდე მოქმედებს და მოქმედებდა საქართველოში, ან თუნდაც ახალი ავიაკომპანიები, ვინც სურვილს გამოთქვამენ, შეძლებეს რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას გარკვეული სიხშირეებით და ეს შეზღუდვა აღარ იმოქმედებს.

რა თქმა უნდა, ეს ყველა სამედიცინო პროტოკოლისა და უსაფრთხოების წესების დაცვით მოხდება. მსოფლიოს ბევრი ავიაკომპანია ამას ისედაც ახორციელებს, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს რაიმე ისეთი საფრთხის მომტანი არ იქნება. ჩვენ ასევე ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ შევამსუბუქოთ ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი სხვადასხვა ქვეყნის ვიზიტორისთვის“, – განაცხადა თურნავამ.

x

Check Also

ლაშა ნაცვლიშვილი: ბერა ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი, თავმდაბალი და პატიოსანი ახალგაზრდაა, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ

როგორი უზნეო და ვერაგი უნდა იყოს ადამიანი, რომ მამას და მის მემკვიდრეობას ვერ ერეოდა და ...