Home » მთავარი » 1 სექტემბრიდან მიმოქცევაში ახალი კუპიურა შევიდა

1 სექტემბრიდან მიმოქცევაში ახალი კუპიურა შევიდა

პრეზენტაცია 1 სექტემბერს, 11 საათზე ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში იყო დაგეგმილი.

ახალი 5-ლარიანი პირველი ბანკნოტია, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ხელმოწერით იქნება.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, განახლებული ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვება ეტაპობრივად დაიწყო: 2016 წლის 1 თებერვლიდან მიმოქცევაში გავიდა 20 და 50 ლარის, ხოლო 2016 წლის 1 ნოემბრიდან – 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები.

განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაში წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად იქნება.

Facebook Comments
x

Check Also

სააღდგომო ლიტურგიას თვალ-ყურს ვადევნებ სახლიდან, ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გეგმავს, სააღდგომო ლიტურგიას ტელევიზორში უყუროს. „მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, ...