Home » მთავარი » 1 წელი სტუდენტთა მოთხოვნებიდან და მოლოდინები…

1 წელი სტუდენტთა მოთხოვნებიდან და მოლოდინები…

დავით ცხვარაძე

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უივერსიტეტი, ავტორიზაცია აკრედიტაციისთვის აქტიურად ემზადება. ავტორიზაცია გარე შეფასების მექანიზმია, რომელიც სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან, დაწესებულებების თვითშეფასების შედეგების შესასაბამისოას ადგენს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ავტორიზაცია 2011 წელს გაიარა.

გასულ ზაფხულს საგანმანათლებლო დაწესებულებას განათლების განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე სტუმრობდა, როგორც მან აღნიშნა: “შეფასების შედეგად უნდა მივიღოთ უნივერსიტეტში მოწესრიგებული და სტუდენტზე ორიენტირებული გარემო, გაუმჯობესებული პროგრამები, სტუდენტური სერვისები, პერსონალი და მათი მართვის ეფექტური მექანიზმები, მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო რესურსები, გამართული კვლევითი კომპონენტი. მთავარი მიზანი არის სწავლის ხარისხის გაუმჯობესება. როგორ მოახერხებს ამას უნივერსიტეტი ეს ავტორიზაციის პროცესში გამოჩნდება“ განათლების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის თქმით სტუდენტებზე ორიენტირებული გარემო და გაუმჯობესებული საგანმანათლებლო პროგრამები უნდა მიიღონ, თუმცა რამდენად შეძლებს ესა თუ ის პროგრამა იყოს სტუდენტთა ინტერესებზე მორგებული ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

საინტერესია წარმოადგენს თუ არა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტი აკრედიტაციაზე ახალ პროგრამებს, თუ კვლავ იგივე პროგრამები შეცვლილი სახით გაივლიან აკრედიტაციას. ჟურნალისტიკის დამოუკიდებელი საბაკალავრო პროგრამის შექმნა ერთ-ერთი მთავარი თემა იყო გასულ სასწავლო წელს, რასაც სტუდენტთა პროტესტი და რექტორთან შეხვედრები მოჰყვა.

განვითარებული მოვლენების შემდეგ სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის წევრები და ჟურნალისტიკის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლები აღნიშნავდნენ, რომ სტუდენტთა მოთხოვნების გათვალისწინებით მომავალი აკრედიტაციისტვის ახალი პროგრამის შექმნაზე მუშაობას იწყებდნენ.

წლების მანძილზე აკაკი წერეტლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები, რომლებიც ინტეგრირებული პროგრამით გადიან სასწავლო კურსს, პროგრამაში არსებულ ხარვეზებსა და მაინორ პროგრამის არ არსებობაზე პროტესტს ხშირად გამოხატავდნენ, რაც რამდენიმე სტატიასა და რეპორტაჟშია ასახული. აღნიშნული სპეციალობის სტუდენტთა პროტესტი პოლიტოლოგიისა და ეკონომიკის საგნებს ეხებოდა, ასევე ბაკალავრიატის სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მისანიჭებელ კვალიფიკაციას „სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი“ ამის საფუძველზე სტუდენტები დამოუკიდებელი საბაკალავრო პროგრამის შექმნას ითხოვენ, რომლითაც მათი თქმით არსებული პრობლემები ძირითადად გადაიჭრება. ამ დროისთვის უნივერსიტეტში სოციალური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა მოქმედებს,რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტოლოგიისა და ჟურნალისტიკის პროგრამების ნაერთს წარმოადგენს. განათლების განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ამ უკანასკნელმა პროგრამამ აკრედიტაცია 2011 წლის 17 ოქტომბერს გაიარა. პირველი მიღება კი 2012 წლის სექტემბერში განხორციელდა სადაც სპეციალობები მოდულის სახით იქნა წარმოდგენილი: „საჯარო მმართველობა“ „საერთაშორისო ურთიერთობები“ „მასობრივი კომუნიკაციები (ჟურნალისტიკა)“ მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე სოციალური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამამ აკრედიტაცია წარმატებით გაიარა, სტუდენტები მას ყოველთვის აქილიკებდნენ და უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. გასულ სასწავლო წელს ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები, რექტორს შეხვდნენ და თავიანთი მოთხოვნები გააცნეს, გიორიგ ღავთაძემ კი განაცადა: “თუ დეპარტამენტს, ფაკულტეტს აქვს ახალი მოსაზრება, ახლა არის ძალიან კარგი დრო ამაზე სამუშაოდ, ვინაიდან უნივერსიტეტი აკრედიტაციის პროცესისათვის ემზადება. თუმცა, კარგად დასათვლელი იქნება, რამდენად დამოუკიდებლად შეძლებს პროგრამა არსებობს. თუ პროგრამის განვითარება და პესპექტივა ამას მოითხოვს, ძეხორციელი ვერ დაუდგება წინ.“

მიმდინარე წლის სექტემბერში სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტში საკადრო ცვლილება განხორციელდა. გრიგოლ ქობალიანი, რომელიც დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტს წლების მანძილზე იკავებდა, თამაზ გოგბერაშვილმა შეცვალა, იგი პოლიტოლოგიისა და საჯარო მმართველობის მიმართულების ასოცირებული პროფესორია.

„სოციალურ მეცნიერებათა“ დეპარტამენტი 2011 წელს უნივერსიტეტში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ დამოუკიდებელ დეპარტამენტ ჟურნალისტიკის; პოლიტოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების შემსწავლელი კვლევითი ცენტრის გაერთიანების შედეგად შეიქმნა.

სტატიაში მოთხრობილი ინფორმაციის წყარო ამავე სპეციალობის მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტები არიან. სტუდნეტები, უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმაზეც, რომ საერთაშორისო ურთიერთობების, საჯარო მმართველობისა და მასობრივი კომუნიკაციების მოდულის სტუდენტებს ერთანირი დიპლომი გადაეცემათ, სადაც დაკონკრეტებული არ არის რა სპეციალობა ისწავლე. „ჩვენს სასწავლო პროგრამაშ პროტესტის შემდეგ მცირე ცვლილებები შეიტანეს, შემცირდა ეკონომიკური საგნების რაოდენობა, თუმცა ძირითადი პრობლემები კვლავ აქტუალურია. ასევე არჩევითი და ძირითადი საგნები პოლიტოლოგიის სასწავლო კურსითაა დატვირთული. მართალია პოლიტიკა ძალიან საინტერესოა, მაგრამ ნორმის ფარგლებში, ჟურნალისტიკა დამოუკიდებელი სფეროა, პოლიტიკა კი მიკერძოებული, ამიტომ ეს სფეროები გამიჯნული უნდა იყოს“-განაცხადა ერთ-ერთმა ბაკალავრმა.

„როდესაც პროტეტს გამოხატავ, არავის არ მოსწონს და მერე სხვა თვალით გიყურებენ. ჩვენ 2250 ლარს ვიხდით, ეს დაწესებულება სტუდენტებისაა, ჩვენ რომ არ ვიყოთ, ვისთვის იქნება საჭირო ლექორები?!.”

 

Facebook Comments
x

Check Also

სვეტიცხოვლის მადლი გფარავდეთ!

დღესასწაული კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა მცხეთობა – სვეტიცხოვლობა ტროპარი: კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სუეტისა ...