Home » მთავარი » 10 დღიანი ვადა ამოიწურა! შიმშილობა იწყება!

10 დღიანი ვადა ამოიწურა! შიმშილობა იწყება!

სავაჭრო ცენტრ ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები შიმშილობას იწყებენ. ისინი დღეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს ზაზა ხატიაშვილს შეხვდნენ და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„ჩვენ ხელისუფლებას მივეცით 10 დღიანი ვადა, რომ შეესრულებინა მათი მოთხოვნები და ეს მოთხოვნა არის ზიანის და ზარალის სრული მოცულობით ანაზღაურება. დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყოველ დღე სამი ადამიანი იშიმშილებს, სანამ არ მოხდება მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება,“ – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა ე.წ. ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე  კარავი უკვე გაშალეს, სადაც ისინი მონაცვლეობით იშიმშილებენ.

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...