Home » ეკონომიკა » 10 თვეში კომერციულმა ბანკებმა 532,176 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

10 თვეში კომერციულმა ბანკებმა 532,176 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

ზვიად ტომარაძე

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით: 2016 წლის იანვარ-ოქტომბერში (10 თვეში) კომერციულმა ბანკებმა 532,176 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს. წლის ბოლოს ბანკების მოგება 700 მლნ-ს მიაღწევს.

2015 წელს – 537 394 000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს.
2014 წელს – 474 808 000 ლარი.
2013 წელი – 389 132 000 ლარი.
2012 წელი – 134 231 000 ლარი.

მაღალი მოგების მიუხედავად, საბანკო სექტორი ბიუჯეტში არცთუ დიდ თანხებს იხდის. 2015 წელს ყველა კომერციულმა ბანკმა ერთად ბიუჯეტში 67 მლნ ლარი შეიტანა.
2014 წელს – 79 მლნ ლარი.
2013 წელს – 44 მლნ ლარი.
2012 წელს – 34 მლნ ლარი.
წელს, 10 თვეში ბანკებმა 57 მილიონი ლარი გადაიხადეს.

ასეთი მომგებიანი სექტორიდან სახელმწიფო ყველაზე მცირე სარგებელს იღებს, რადგან ბანკები შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით სარგებლობენ. საბანკო სფერო მთელი რიგი გადასახადებისგან გათავისუფლებულია. ბანკები დღემდე განსაკუთრებული პრივილეგიებითა და შეღავათებით სარგებლობენ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 12 ახალი პაციენტია შესული

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 12 ახალი პაციენტია შესული. ამ დროისათვის ბოქსირებულ განყოფილებაში მხოლოდ 13 პაციენტი იმყოფება. ...