Home » მთავარი » 102 ნომერი ავტობუსი გაფუჭდა, შემცვლელი არ მოდის! ქუჩაში უნდა გავათენოთ?

102 ნომერი ავტობუსი გაფუჭდა, შემცვლელი არ მოდის! ქუჩაში უნდა გავათენოთ?

ამ წუთებში აღშფოთებული მოქალაქე დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ კრწანისში მიმავალი ადამიანები ჯერ ისევ გაჩერებაზე დგანან.

-102 ნომერი ავტობუსი გაფიჭდ, გიგანტის დასახლებაში მივდივართ, სხვა ავტობუსს არ უშვებენ, ტაქსით წადით, რა ვქნაო მძღოლმა გვითხრა. ტაქსს 20 ლარი უნდა, სად გვაქვს ტაქსით სასიარულო ფული. ამ ადამიანების უმრავლესობამ ბოლო 50 თეთრი ჩააგდო ბილეთის ასაღებად. ვრეკავთ ცხელ ხაზზე და არავინ პასუხობს. ასეთუ უპატრონობა, უკონტროლობა გაგონილა?ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩვენი უფლებები ირღვევა, გამოდის ამაღამ ქუჩაში უნდა გავათენოთ? იქნებ თქვენ სცადოთ და დარეკოთ ცხელ ხაზზე“-გვთხოვა ქალბატონმა.

ცხელი ხაზის ნომერია 934444, სამწუხაროდ მათთან დაკავშირება ნამდვილად შეუძლებალი აღმოჩნდა.

იმედს ვიტოვებთ შევძლებთ ამ ადამიანების გაჭირვების შესაბამის სტუქტურებამდე მიტანას და პრობლემის მოგვარებას.

Facebook Comments
x

Check Also

“მისი უწმინდესობის, კირილეს ქმედება გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად”

რუსეთის ეკლესიის მეთაურმა კირილემ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას „არჩევნებში“ გამარჯვება მიულოცა. აფხაზური მედია პატრიარქ კირილის ...