Home » მთავარი » 11 სულიან ოჯახს ღია ცის ქვეშ დარჩენა მოუწევს-დედა დახმარებას ითხოვს!

11 სულიან ოჯახს ღია ცის ქვეშ დარჩენა მოუწევს-დედა დახმარებას ითხოვს!

დავით ცხვარაძე

   ქუთაისში, გამსახურდიას 16 ნომერში მცხოვრები მზევინარ მიქაძის  11  სულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს. მათ დღეს დახმარების თხოვნით ტელე- რადიო-კომპანია ”რიონს” მიმართეს.

მიქაძეების ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, მათ საცხოვრებელ სახლს შეიძლება ითქვას რომ კარ – ფანჯარა პირობითად აქვს, გაუსაძლისი პირობები, ჩამონგრეული კედლები და მოლოდინი იმისა, რომ მას ამ ავარიული სახლიდანაც გამოსახლება ემუქრება.

13884335_292987191064168_1952201830_n 13884353_292987187730835_605396573_n

მზევინარ მიქაძის 11 სულიან ოჯახს სახლიდან საკუთარი მაზლი ასახლებს. მათ შორის დავა წლების წინ დაიწყო, საცხოვრებელი სახლი მაზლის საკუთრებაა. მიქაძის ამ პრობლემებს ცერემბრალური დაავადებით მყოფი შვილიშვილიც ემატება. ოჯახი დახმარებას ადგილობრივ თვითმმართველობას სთხოვს, მიქაძეების გასაჭირს მისი მეზობლებიც ადასტურებენ.

მზევინარ მიქაძის ოჯახის პრობლემა ცნობილია ვაკისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელისთვის. დავით აბუთიძე საუბრისას აცხადებს, რომ მიქაძესა და მის მაზლს შორის დავა წლების წინ დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. აბუთიძე ადასტურებს ოჯახის გასაჭირს, და იმედოვნებს რომ მიქაძეების ოჯახი ღატაკთა პროგრამაში მოხვდება და მას მერია დახმარებასაც გაუწევს.

13940885_292987197730834_597570507_n

როგორც თავად აბუთიძე ამბობს ამ ეტაპზე მის უწყებას დახმარების გაწევა არ შეუძლია, მანამ სანამ ოჯახი ადგილობრივ თვითმმართველობას ღატაკთა პროგრამაში ჩასმით არ მიმართავს საცხოვრებელი სახლის გადახურვა ვერ მოხერხდება.

13900796_292987201064167_907205062_n

მიქაძეების ოჯახის ხვედრიი კი დღითიდღე მძიმდება, ადვილი შესაძლებელია 11 სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩეს!

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

აფრიკის მხოლოდ სამ ქვეყანაში არ დადასტურებულა “კოვიდ 19”

აფრიკის კონტინენტზე კოროვირუსით დაინფიცირების შემთხვევების რიცხვი 10 075-მდე ს გაიზარდა, დაიღუპა 487 ადამიანი. აფრიკის კონტინენტზე ...