Home » მთავარი » 152 დღე გისოსებს მიღმა…თევზაძე თუ სტურუები? ვინ ვერ იპოვის სამართალს?

152 დღე გისოსებს მიღმა…თევზაძე თუ სტურუები? ვინ ვერ იპოვის სამართალს?

დავით ცხვარაძე

გაჭიანურებული პროცესები, კითხვები ხელისუფლებას  და 152 დღე გისოსებს მიღმა.თევზაძე თუ სტურუები? ვინ დარჩება სამართლის მიღმა?

დაკავებული პოლიციელის სასამართლო პროცესი ისევ გაურკვევლი ვადით გადაიდო.

ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობაში ფიგურანტი, მიმალვაში მყოფი და ამჯერად უკვე დაკავებული  ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე თუ დემურ სტურუას ოჯახი? ვინ დარჩება სამართლის მიღმა?

ეს იმ კითხვათა მცირე ჩამონათვალია, რაც სტურუების ოჯახში ხშირად ისმევა, იქ სადაც პოზიცია ორად იყოფა, საუბრობენ იმაზეც, რომ ერთ-ერთი ვერსიით შესაძლოა დაკავებული პოლიციელი უდანაშაულო აღმოჩნდეს, მეორე ვერსიით კი ეჭვმიტანილად პირდაპირ დაკავებულ თევზაძეს ასახელებენ და საქმის გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში გეგმავენ. აზრი, რომელიც ოჯახში ორად გაიყო რძალ-მულს ეკუთნის, ანუ გარდაცვლილის დედას, ნონა ჯოჯუასა და სტურუას ბიცოლას, დარიკო ჯაშს.

შეგახსენებთ: ურთიერთ გამომრიცხავი ბრალდებები სათავეს ისევ სამტრედის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარიდან იღებს, რძალ-მული ისევ ერთმანეთს უპირისპირდება, მათ შორის ამ დრომდე გაურკვეველია ვინ მოკლა მათი შვილი? პოლიციელმა თევზაძემ თუ მათთვის უცნობმა პიროვნებამ? მათი კითხვა ისევ პასუხ გაუცემელი რჩება, შესაბამისად დუმს გამოძიებაც, ერთადერთი პასუხი, რაც გოდერძი თევზაძის ადვოკატ ლედი ტუკვაძისგან მივიღეთ ასეთია: „ იკითხება მოწმეები“ _ თუმცა რატომ ჭიანურდება გამოძიება და სასამართლო პროცესები, ამ კითხვაზე ადვოკატმა პრეტენზიულად გვიპასუხა და საუბრისგან თავი შეიკავა, შესაბამისად უცნობია როდის გაიმართება მორიგი სასამართლო პროცესი, მანამ სანამ შესაბამისი უწყებები დაკავებული კოლეგის ბრალეულობას დაამტკიცებენ პოლიციელ თევზაძეს ისევ მათი ადვოკატების მოუცლელობის გამო გისოსებს მიღმა მოუწევს ლოდინი.

ინტერვიუს სტურუების ოჯახიდან ყოველგვარი სტილისტური შესწორების გარეშე გთავაზობთ:

„გარდაცვლილი ჩემი ბავშვი, ჩემი ნოდარიკო, ჩემი ვაჟკაცი ამომიდო მიწაში ამ პოლიციელმა, ახლა კი მეტი მტკიცებულებბეი რომ არ აქვთ, აი ეს არის მიზეზი ამ გაჭიანურებული პროცესების, მიჩნდება კითხვა- აღარ დაიღალა მისი მოუცლელი ადვოკატები ამ საქმეში ქექვით? დამტკიცებულია ყველაფერი, ექსპერტიზა არსებობს მე თუ მომკლავნ, გამაქრობენ და რამე ჯანდაბას დამმართებენ, ხალხნო, თორე ვერავინ გამაჩუმებს, თვალებს ამოვთხრი ამ ამაზრზენ ქალს, ამ ადვოკატს, რომელიც ნაწყევარ ფულებს გუდით აგროვებს, შეეშვას ამ საქმეს, დამტკიცებულია, რომ ჩემი ნოდარიკოს მკვლელობაში ბრალდებული ეს დაკავბეული პოლიციელია, ეჭვი მაქვს ნონამ რომ უარყო მისი ჩვენება, მან ამ ხალხისგან შესაძლოა ერთ-ერთი ვერსით ვამბობდი და კიდევ ვიტყვი ფულიც აიღო, დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი თუმცა, ამის ეჭვი ნამდვილად არსებობს, მე ჩემს რძალს ამ თემაზე აღარ ველაპარაკები. რადგან აზრი არ აქვს! რატომ შეიცვლა აზრი ეს საკითხი მიტრიალებს თავში სულ“ – აცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრი.

პროცესი გადაიდო, უკვე თვეების მანძილზე დასმული კითხვები ამ დრომდე ისევ პასუხგაუცემელი. როგორ განვითარდება მოვლენები სამტრედის მუნიციპალიტეტში? თუ გამოძიება, რომელიც სისხლის სამართლის საქმეს ამ დრომდე აჭიანურებს,  უდანაშაულო თუ დამნაშავე პოლიციელს გაათავისუფლებს, რა მოხდება მაშინ?  თუ დამტკიცდება დაკავბეული პოლიციელის უდანაშაულობა ? ვინ აუნაზღაურებს სამსახურეობრიბ განაცდურს, მორალურ ზიანს, ოჯახზე მიყენებულ „ფსიქოლოგიურ ზეწოლას“ და ამით გამოწვეულ  სტრესს პოლიციელის ოჯახს? თუ 152 დღე რომელიც თვზაძემ გისოსებს მიღმა გაატარა კვლავ გაგრძელდება?

კითხვები არსებობს, პასუხები კი ამ დრომდე არ სჩანს…

Facebook Comments
x

Check Also

მადლობას ვუხდით საზოგადოებას მხარდაჭერისთვის, რეიტინგი არის გაკეთებულის შეფასება

“მთავარია საქმე გავაკეთოთ – რეიტინგი არის გაკეთებულის შეფასება და მადლობას ვუხდით საზოგადოებას ამ მხარდაჭერისთვის. „ქართული ...