Home » უცხოეთი » 163 მშვიდობიანი მოსახლე ერაყში ტერორისტებმა ქუჩაში ჩაცხრილეს

163 მშვიდობიანი მოსახლე ერაყში ტერორისტებმა ქუჩაში ჩაცხრილეს

163  მშვიდობიანი მოქალაქე ჩაცხრილეს  ტერორისტებმა ერაყის ქალაქ მოსულიდან გასვლის მცდელობის დროს. როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საინფორმაციო ცენტრი იუწყება, მოკლული ქალების, მამაკაცების და ბავშვების ცხედრები ამ დრომდე  ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, ისევ  ქუჩაში ასვენია.   ტერორისტული  დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“  მიერ 1 ივნისს მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული შეტევის და რამდენიმე ათეული მშვიდობიანი მაცხოვრებლის ამოხოცვის შემდეგ იორდანიის პრინცმა ალ ხუსეინმა ბოევიკებს  მშიშარა და უსულგულოები უწოდა, რომლებიც უდანაშაულო ადამიანებს ანადგურებენ.

გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდი „იუნისეფი“ იუწყება, რომ 100 ათასი ბავშვი დღემდე საშიშ ზონაში იმყოფება და ტერორისტების სამიზნედ რჩება.

Facebook Comments
x

Check Also

ვპირდებით, აფხაზეთის მთავრობის წევრები მალე დატოვებენ თანამდებობებს (ვიდეო)

გადაცემა საზოგადოება და პოლიტიკა ბესო შენგელია და გიორგი ცობეხია ჩაშლილი დებატები ფაქტებით და დოკუმენტებით გამყარებული ...