Home » მთავარი » 1992 წელი. 14 აგვისტო! – უახლოეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული პერიოდი…

1992 წელი. 14 აგვისტო! – უახლოეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული პერიოდი…

1992 წელი. 14 აგვისტო!

ზუსტად 25 წლის წინ აფხაზეთის ომი დაიწყო!

1992 წლის 14 აგვისტოს დილის შვიდ საათზე საქართველოს შინაგანი ჯარების კოლონამ ენგურზე გამავალი ზუგდიდი-გალის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთა. ამის შესახებ ინფორმირებული იყო აფხაზეთის ხელმძღვანელობა (ვ.არძინბა), რომელმაც თავის მხრივ იქამდე (23 ივლისი) ყველა არსებული კანონის უხეში დარღვევით აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ გამოაცხადა.
საქართველოში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და აღნიშნული ოპერაცია სამხედრო საბჭოს განმარტებით კომუნიკაციების დაცვას ითვალისწინებდა, თუმცა ის სამეგრელოში მოქმედ ზვიადისტთა (კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა) პარიზანული შენაერთების წინააღმდეგაც იყო მიმართული.
“გაფრთხილებულ-ინფორმირებული” (არის თუ არა ეს სამხედრო საბჭოს მიერ ქართველი ერის წინაშე ჩადენილი ღალატი?) აფხაზური მხარე გართულებას კარგად მომზადებული შეხვდა. ოჩამჩირის რაიონის სოფ. ოხურეისთან ქართულ შეიარაღებულ ნაწილებს ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ სეპარატისტებმა ტამიშის ხიდი ააფეთქეს და სოხუმში გამაგრდნენ..
ასე დაიწყო საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული პერიოდი..

Facebook Comments
x

Check Also

პირველი ქართული ლუდის ბრენდი „აია“ დაბრუნდა

ლუდი “აია” დაბრუნდა. ლუდი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაუჩინარდა, ისევ გაყიდვაშია. “აია” ერთგულ მომხმარებელთან ერთად მზადაა ...