Home » მთავარი » 1993 წლის 16 სექტემბერს სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს!

1993 წლის 16 სექტემბერს სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს!

დიდება გმირებს, რომლებმაც თავი სამშობლოს შესწირეს!

ახლოვდება დღე, რომელსაც დრომ ვერაფერი დააკლო და ტკივილი კი არ მოაშუშა, უფრო გააღრმავა და გააძლიერა. 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა!

დღეს 16 სექტემბერია, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე. სწორედ 1993 წლის 16 სექტემბერს ოკუპანტი ტანკებით მოადგნენ გუმისთას და მთელი გადამალული ტექნიკა ერთბაშად წამოვიდა სოხუმზე!

მოწინააღმდეგის აქტიური მოძრაობა გუმისთის მხრიდან 14 სექტემბრის ღამიდან შეინიშნებოდა. როგორც მეომრები იხსენებენ, მალულად შემოჰყავდათ რაზმები. 15-ში უკვე დიდი ძალა შემოიყვანეს და 16 სექტემბერს გამთენიისას შეტევაზე გადავიდნენ.

მდგომარეობა მეტად საშიში იყო, რადგან იმ წელს სწავლა სოხუმში 1 სეტემბერს დაიწყო. მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც ბრძოლების დროს გაიხიზნა, ხელისუფლების მოწოდების შემდეგ კვლავ სოხუმში დაბრუნდა. აფხაზეთის დედაქალაქი ქართული შეიარაღებული ძალების კუთვნილი მძიმე ტექნიკისგან თანდათან იცლებოდა. 1 სექტემბერს სოხუმიდან უკანასკნელი ტანკი და ქვემეხი ფოთში გაიტანეს. შეთანხმების შესაბამისად ქართული მხარე გუმისთის ხაზის განაღმვასაც დათანხმდა. ქალაქი ღია და დაუცველი დარჩა. 16 სექტემბერს სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს და იერიშზე გადავიდნენ. აფხაზთა არტილერიამ, რომელიც წესით რუს სამხედრო დამკვირვებლებს უნდა ეკონტროლებინათ, ცეცხლი გახსნა. აფხაზთა მხარდაჭერას რუსეთის ავიაცია ახორციელებდა.

მოწინააღმდეგე სოხუმის აღებას 16 სექტემბერს გეგმავდა, ეგონა ერთბაშად შეიჭრებოდა ქალაქში, მაგრამ…

სოხუმი 16 სეტემბერს გადარჩა, მაგრამ ყველა გრძნობდა, რომ ხდებოდა ის, რაც მერე საქართველოს ისტორიაში შავი ასოებით ჩაიწერებოდა.

დიდება გმირებს, რომლებმაც თავი სამშობლოს შესწირეს!

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თავდაცვის სამინისტრო აუდიტის დასკვნას ეხმაურება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ...