Home » მთავარი » 2012 წლიდან დღემდე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს შემოწირულობა 22 430 402 ლარს შეადგენს

2012 წლიდან დღემდე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს შემოწირულობა 22 430 402 ლარს შეადგენს

მ.გ.პ. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ -მ 2012 წელს 550 შემომწირველისგან 2 042 645 ლარი მიიღო. 2013 წელს პარტიის შემოწირულობამ 3 391 081 ლარი შეადგინა, შემოწირულობების რაოდენობა კი 283 იყო. 2014 წელს პარტიის შემოწირულობა 6 143 566 ლარამდე გაიზარდა, შემოწირულებების რაოდენობა კი 814 გახდა.

  2015 წელს პარტიის შემოწირულობა 566 375 ლარი იყო, შემოწირულებების რაოდენობა კი 51-ს შეადგენდა. 2016 წლის შემოწირულობამ აგვისტოს თვის ჩათვლით 10 286 735 შეადგინა და ეს თანხა 620 შემოწირულობისგან დაგროვდა.

სულ, 2012 წლიდან მოყოლებული მიმდინარე წლის აგვისტოს თვის ჩათვლით  მ.გ.პ. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს შემოწირულობა 22 430 402 ლარს შეადგენს, შემოწირულებების რაოდენობა კი 2318-ია.

ყველაზე დიდი რაოდენობის თანხა-120 000 ლარი, პარტიას 2016 წლის 31 აგვისტოს შ.პ.ს. ნიუ ჯორჯია -555 -მ შესწირა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველომ საკუთარ ვებგვერდზე აამოქმედა ახალი ვებპორტალი, რომელზეც თავმოყრილია ინფორმაცია 2012 წლიდან პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებების შესახებ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“ხაზარაძე-ჯაფარიძის საბანკო ანაგრიშების დაყადაღება პოლიტიკას ან ანაკლიას არ უკავშირდება”

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის საბანკო ანგარიშების დაყადაღება არც ანაკლიის პორტის მშენებლობას და არც მათ ...