Home » მთავარი » 2020 წლის არჩევნები უნდა იყოს პროგრამების, იდეების შეჯიბრი და არა შეჯიბრი ლანძღვასა და სიძულვილის ენაში – მამუკა ბახტაძე

2020 წლის არჩევნები უნდა იყოს პროგრამების, იდეების შეჯიბრი და არა შეჯიბრი ლანძღვასა და სიძულვილის ენაში – მამუკა ბახტაძე

მიუღებელია და დაუშვებელი ნებისმიერი პოლიტიკური მოთამაშის მხრიდან – საკუთარ მოკლევადიან ამოცანას დაუქვემდებაროს დღის წესრიგი, რომელიც პოლიტიკურ რყევებზეგადის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს.

მამუკა ბახტაძის შეფასებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, პარტიის თავმჯდომარის – ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ, ნულოვანი ბარიერის პირობებში, რათა მოქალაქეთა მცირე ჯგუფის ხმაც ისმოდეს პარლამენტში.

„ამავე დროს, ეს იქნება შესაძლებლობა, რომ ახალ სახეებსაც გაეხსნათ გზა ქართულ პოლიტიკაში, რაც, ჩემი აზრით, მოსახლეობის დიდი ნაწილის დაკვეთაა. 2020 წლის არჩევნები უნდა იყოს პროგრამებისა და იდეების შეჯიბრი და არა შეჯიბრი ლანძღვასა და სიძულვილის ენაში. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ხელს უწყობს პოლარიზაციას ქვეყანაში და ამკვიდრებს ნეგატიურ დღის წესრიგს, ძირს უთხრის ქართულ სახელმწიფოებრიობას, აფერხებს მის განვითარებას და მხოლოდ საქართველოს მტრების ინტერესებში შედის. დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება სრული კონსოლიდაცია და დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ეს არის წარმატების ერთადერთი ფორმულა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას! მჯერა, ერთად ყველაფერს შევძლებთ! ღმერთმა დალოცოს საქართველო!“, – აღნიშნავს მამუკა ბახტაძე.

 

Facebook Comments
x

Check Also

მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. შესაბამის განცხადებას ბახტაძე სოციალურ ქსელში აკეთებს. „2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი ...