Home » მთავარი » 22 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი საკუთარ სოფელში ბადრაგის თანხლებით იმყოფებოდა

22 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი საკუთარ სოფელში ბადრაგის თანხლებით იმყოფებოდა

დავით ცხვარაძე

სამტრედიის რაინის სოფელ დაფნარში 22 წლის ბიჭის დემურ სტურუას მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე დღეს ამავე რაიონის სოფელ წიაღუბანში ბადრაგის თანხლებით და სპეციალური დაცვით იმყოფებოდა.

ბრალდებულს დედა გარდაეცვალა, რის გამოც ციხის ადმინისტრაციას წერილობით მისმა უფლებადამცველებმა მიმართეს და მას საშუალება მისცეს ბადრაგის თანხლებით დღეს დედის დაკრძალვას დასწრებოდა.

შეგახსნებთ: ყოფილი პოლიციელი რომელიც საგამოძიებო უწყებამ 22 წლის ბიჭის განძრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს მან საკუთარ სოფელში რამდენიმე საათი გაატარა შემდეგ კი სასჯელაღსრულების #2_ე დასეწებულებაში ბადრაგის თანხლებით უკან დააბრუნეს. პროკურატურამ თევზაძეს, დემურ სტურუას გარდაცვალების საქმეზე ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების, ძალადობის გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით წაუყენა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ვინაიდან გოდერძი თევზაძე თავს არიდებდა გამოძიებას, მას დაუსწრებლად გამოუტანეს დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლსა და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტს ითვალისწინებს.

ცნობისთვის: დაკავბეულ პოლიციელზე მთელი ქვეყნის მაშტაბით ძებნა იყო გამოცხადებული, პოლიციელი თევზაძე კი რამდენიმე კვირა მიმალვაში იმყოფებოდა, განვითარებული მოვლენების შემდეგ კი იგი ადვოკათთან ერთად ჩაბარდა საკუთარ კოლეგებს.

Facebook Comments
x

Check Also

ოპოზიციის შტაბი დიდ კარავში გადაინაცვლებს

ოპოზიციის შტაბი რუსთაველზე დადგმულ დიდ კარავში გადაინაცვლებს. ეს კარავი განკუთვნილი იქნება კონსულტაციებისთვის და მოლაპარაკებების გასამართად. ...