Home » კრიმინალი » 23 წელი 10 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის

23 წელი 10 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის

უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა წინა ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 10 წლის მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულს 23-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამის შესახებ გაზეთი “ბათუმელები” წერს.

გამოცემის ცნობით, საქმის განხილვა ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ დაიწყო, შემდეგ კი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განიხილა. საბოლოოდ, პედოფილიაში ბრალდებულმა უზენაესს სასამართლოს მიმართა იმ არგუმენტით, რომ მას მხოლოდ არასრუწლოვანი 10 წლის გოგო სდებდა ბრალს. მსჯავრდებული აცხადებდა, რომ ბავშვის ჩვენება არადამაჯერებელი და ურთიერთსაწინააღმდეგო იყო.

განაჩენის მიხედვით, მოძალადე დაზარალებული 10 წლის გოგოს მეზობელი იყო. მსჯავრდებული მეზობელს იმ საღამოს ესტუმრა, როცა სამი მცირეწლოვანი ბავშვი მარტო იყო. კაცმა ბავშვებს მაღაზიაში გაყოლა სთხოვა სიგარეტის საყიდლად, რასაც მხოლოდ უმცროსი და – 10 წლის მ.ბ. დათანხმდა. თავდაპირველად ისინი აფთიაქში მივიდნენ, სადაც პ.ფ.-მ პოტენციის ასამაღლებელი საშუალებები იყიდა. საბოლოოდ, მსჯავრდებულმა ბავშვზე ვენახში იძალადა.

„როდესაც გამოვიდა, წამალი ამოიღო პარკიდან, ნახევარი მას მისცა, ნახევარი თვითონ დალია და უთხრა, დაელია. გზა განაგრძეს… მან წამალი ჩუმად გადმოაგდო, პ.-ს რომ არ დაენახა. „….. პარკში“ როდესაც შევიდნენ, დაინახეს გოგო და ბიჭი, ერთმანეთს ეხვეოდნენ, პ-მ უთხრა, „ასე ვართ ჩვენც“. გზა განაგრძეს სოფლის მიმართულებით, რა დროსაც შეხვდათ თეთრი მანქანა და შესთავაზეს პ. ფ-ს სახლამდე მიყვანა, თუმცა მან უარით უპასუხა, ვინაიდან უკვე ახლოს იყვნენ სახლთან. ჩავიდნენ ვენახებში, სადაც მუხა დგას, პ. ფ-მ უთხრა დამჯდარიყო….“, – წერია განაჩენში.

10 წლის გოგო სასამართლოს დეტალურად მოუყვა, როგორ აიძულა მამაკაცმა ტანსაცმლის გახდა და მასთან სექსუალური კონტაქტის დამყარება მკვლელობის მუქარით. „საბოლოოდ, მ. ბ–ს გაუპატიურებით პ. ფ–მ დაიკმაყოფილა სქესობრივი ჟინი და ადგილზე ჩაეძინა, ხოლო მ. ბ. სახლში გაიქცა….“

განაჩენის მიხედვით, ბავშვს თავისი დებისთვის არაფერი უთქვამს. საქმეში მასწავლებლის ჩვენებაც არის, რომლის მიხედვითაც, ბავშვმა მეორე დღეს გაკვეთილზე მოულოდნელად ტირილი დაიწყო. ამის მიზეზი მასწავლებელს არა , მაგრამ მეგობარს უთხრა, მოგვიანებით კი მომხდარი მამიდასაც უამბო.

სასამართლომ არ გაიზიარა ადვოკატის მტკიცება იმის შესახებ, რომ დაზარალებული მცირეწლოვანია და შესაძლოა მას მოვლენები სხვანაირად აღექვა.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

აქცია “შემახე ამნისტია” რეგიონებში გაგრძელდება – 3 ივნისი, ბათუმი

მოძრაობა “შემახე ამნისტიამ” რუსთაველის მეტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოსგან ფართომასშტაბიანი ამნისტიის მიღებაა. ...