Home » მთავარი » 24 ივნისი – დიდი მხიარულობა ქუთაისში – ზაფხულის ფესტივალი

24 ივნისი – დიდი მხიარულობა ქუთაისში – ზაფხულის ფესტივალი

ზაფხულის ფესტივალმა  ზედაზენთან“ და   ბარამბინოსთან” ერთად  სტარტი  10  ივნისს რუსთავიდან აიღო.

ფესტივალი უკვე გაიმართა რუსთავში, გორში, თელავში.

24 ივნისს კი ფესტივალი ქუთაისში ჩატარდება და ქალაქს აახმაურებს. ფესტივალიქუთაისშიც  ზედაზენის“  ლიმონათთან და „ბარამბინოსთან“  ერთად  უამრავ  სიურპრის ჰპირდებიან  პატარებს.

ღონისძიების  ფარგლებში   ყველა  სტუმარს  შესაძლებლობა ექნება დაგემოვნოს ზედაზენის ლიმონათი და  ბარამბინოს უგემრიელესი ნაყინები, დაესწროს თოჯინების  თეატრს, ჩაერთოს სახალისო ექსპერიმენტებში და სხვადასხვა შემეცნებით – გასართობ ღონისძიებებში. იმოგზაუროს ზღაპრის გმირებთან ერთად ბავშვობის  ჯადოსნურ  სამყაროში.

ლიმონათის ზუზუნა ბუშტუკი და ყველაზე მხიარული ბარამბინოს ბიჭუნა მთელი  ღონისძიების განმავლობაში  იზრუნებენ თქვენი პატარების  განწყობაზე.

ზაფხულის ფესტივალი პირველ ივლისს  ბათუმში ერას მოედანზე დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის ფესტივალი ყოველწლიურია (მეხუთედ ტარდება) და წელს წინა წლებთან შედარებით ბევრად მასშტაბურია.

25 ივნისი – ზუგდიდი (იუსტიციის სახლის მიმდებარედ – პარკში), დასაწყისი 18:00 სთ
1 ივლისი – ბათუმი (ერას მოედანი), დასაწყისი 18:00 სთ

 

Facebook Comments
x

Check Also

გახარია პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა

დღეს, გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა. პარლამენტთან “შეცვალეს”  წევრების აქცია მიმდინარეობა. -გვახსოვს ...