Home » მთავარი » დღეს პატრიარქის ნათლული კიდევ 600-მდე ბავშვი გახდება

დღეს პატრიარქის ნათლული კიდევ 600-მდე ბავშვი გახდება

სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა 49-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება.  კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 600-მდე ბავშვი გახდება.

ჩვილთა 49-ე საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატარებს საჩუქრად ნათლობის ჯვარი და ნათლობის მოწმობა გადაეცემათ.

ნათლობის დასრულების შემდეგ, 20:00 საათისთვის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მიბრძანდება, ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.

დღეისთვის უწმინდესს 32.104 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა.

Facebook Comments
x

Check Also

“ნაციონალური მოძრაობა“ პუშკინის სკვერში იკრიბება

“ნაციონალური მოძრაობა“ პუშკინის სკვერში იკრიბება, საიდანაც  მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველზე მივლენ და აქციას შეუერთდეიან. აქცია 3 ...