Home » მედიცინა » 27 ახალი ინფიცირებული და სულ 184 გამოჯანმრთელებული პაციენტი

27 ახალი ინფიცირებული და სულ 184 გამოჯანმრთელებული პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში 27 დადასტურებული შემთხვევა დაემატა და სულ ამჟამად კოვიდინფიცირებულ პაციენტთა რიცხვი 566-ია. აქედან 184 გამოჯანმრთელდა და სულ კლინიკებში 376 პაციენტია მოთავსებული. აღნიშნულის შესახებ განცხადება ინფექციონური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა გააკეთა. მარინა ეზუგბაიას განმარტებით 27 ახალი დაინფიცირებულიდან ერთია თეთრიწყაროს კლასტერი, ორი მარნეულის, 13 ბოლნისის, 4 საკარანტინო ზონიდან, ხოლო დანარჩენის დაინფიცირების წყაროს მოკვლევა და შესწავლა მიმდინარეობს.

“ჩვენს კლინიკაში ახალი პაციენტები არ გვყავს.  41 პაციენტი მკურნალობს. აქედან 11 მოზარდიდან ერთი გამოჯანმრთელდა, სამი მძიმე პაციენტის მდგომარეობაც, რომელთაც პნევმონია აღენიშნებოდა,  უკვე მკურნალობას ექვემდებარება და რამდენიმე დღეში მათ საშუალო სიმძიმის პაციენტებთან მოვათავსებთ,”-აღნიშნა ეზუგბაიამ.

 

Facebook Comments
x

Check Also

შეძახილები ისმის კაპიტოლიუმის ბორცვზე

Deutsche Welle-ის ინფორმაციით, სამოქალაქო თავისუფლების დაცვის ამერიკულმა კავშირმა (ACLU) და სხვა ორგანიზაციებმა დონალდ ტრამპისა და ...