Home » მთავარი » პარტია „ჩვენი სამშობლო“ 29 ივლისს სააკაშვილის ფიტულს დაწვავს
GEORGIA FRANCE

პარტია „ჩვენი სამშობლო“ 29 ივლისს სააკაშვილის ფიტულს დაწვავს

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი სამშობლოს” ლიდერი ზვიად ჩიტიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან” ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის”, როგორც დამნაშავე ორგანიზაციის, აკრძალვის მიზნით მთელი საქართველოს მასშტაბით ხელმოწერებს აგროვებს და 29 ივლისს, 12 საათზე, კოლმეურნეობის მოედანზე, „პირიმზესთან”, ნაციონალების ცენტრალური ოფისის წინ, აქციას მართავს.

 „29 ივლისს, პარასკევს, 12 საათზე, ყველა იმ ადამიანს, ვინც სააკაშვილმა და მისმა ხროვამ გააუბედურა, გაამწარა და გაძარცვა, ველოდებით კოლმეურნეობის მოედანზე, „პირიმზესთან”, ნაცების ოფისთან, რათა სააკაშვილის ფიტულის დაწვით კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი! მოვუწოდებ მთელ საქართველოს, „ნაცმოძრაობის” აკრძალვის მოთხოვნით აქტიურად შეაგროვონ ხელმოწერები!  იმედი მაქვს, ქართველებთან ერთად ამ აქციას შემოუერთდებიან ყველა ეროვნების წარმომადგენლები. ვფიქრობ, ჩვენს აქციაზე „ქართული ოცნების” აქტივისტებიც მოვლენ, რადგან სააკაშვილის დამნაშავე სექტის აკრძალვა თითოეული პატიოსანი და ერის ბედზე მოფიქრალი კაცის საქმეა!” – განაცხადა ზვიად ჩიტიშვილმა.

წყარო: ასავალ-დასავალი

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

პატარა საქართველო ემიგრაციაში – ერთად სიყვარულის ენით…

საღამო სადაც ყველა ხელოვანი გაერთიანდება! საღამო რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ! 19 სექტემბერს, ქართველების საღამო ამერიკაში-რესტორან “ფიროსმანში” ...