You are here
სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ვენის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს მთავარი რეგიონი სამართალი ყველა სიახლე 

სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ვენის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავეს

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო  კონტროლი „სარფის“  თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ვენის ინტერპოლის მიერ 2016 წლიდან  საერთაშორისო  დონეზე  ძებნილი, 1963 წელს  დაბადებული ი.კ. დააკავეს.

არსებული ინფრომაციით, დაკავებულს ბრალი ედება ავსტრიის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 83, 99, 105, 107 მუხლებით გათვალისწინებული დანაშულის ჩადენაში, რაც სხეულის დაზიანებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას და არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დასამყარებლად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

ამჟამად ი.კ.-ს მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.

Comments

comments

Related posts