Home » მთავარი » 3 აგვისტოდან ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება სოფელ არცევთან ახალ ხნულებს გაავლებს

3 აგვისტოდან ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება სოფელ არცევთან ახალ ხნულებს გაავლებს

cominf.org-ის ინფორმაციით, 3 აგვისტოდან 18 აგვისტოს ჩათვლით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზთან დეფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხაზების აღდგენას განახორციელებს.

საინჟინრო სამუშაოები სოფელ არცევთან დაიწყება. საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, სამუშოები პროფილაქტიკურ ხასიათს ატარებს და მიზეზად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ხანძრებთან დაკავშირებით არასასურველ პროგნოზს ასახელებენ.

ე.წ. ხანძრსაწინააღმდეგო ზოლები მინდვრებში ხნულების სახით კეთდება. 11 ივლისს ოკუპირებული ცხინვალის მიერ დაანონსებული სადემარკაციო სამუშაოები ქარელის რაიონის სამ სოფელში – კნოლევი, ცერონისი და ავლევი საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ხნულის გავლებით მონიშნა.

Facebook Comments
x

Check Also

ინფექციურში კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებული  7 პაციენტის ჯანმრთელობა ისევ მძიმედ ფასდება, ერთი პირი კი, რომლის ...