Home » კრიმინალი » 3 საათიანი ოპერაცია უშედეგოდ დასრულდა, მოზარდი გარდაიცვალა!

3 საათიანი ოპერაცია უშედეგოდ დასრულდა, მოზარდი გარდაიცვალა!

   ფონიჭალაში ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება სავალალო შედეგით დასრულდა. 15 წლის დაჭრილი მოზარდი კლინიკა “მედ ჯორჯიაში“ გარდაიცვალა.

   ბიჭს ბასრი საგნით ჭრილობა გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.

საავადმყოფოში შეყვანისას ოთო ბეგალიშვილი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. ექიმების თქმით ჭრილობა სიცოცხლესთან შეუსაბამო იყო.

მედ ჯორჯიასთან ამ დრომდე რჩებიან დაღუპულის ოჯახის წევრები. ფონიჭალაში პოლიციის განყოფილებაში კი დაკითხვა გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ფონიჭალაში ქართული ოცნების კონცერტი მიმდინარეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შელაპარაკება კონცერტის ადგილიდან მოშორებით მოხდა. უწყებისვე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

პატრიარქი – არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია

„შემთხვევით არაფერი არ ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლის”, – ამის შესახებ ...