Home » მთავარი » 30 ოქტომბერს მეორე ტური უკვე ზუგდიდსა და მარნეულშიც გაიმართება

30 ოქტომბერს მეორე ტური უკვე ზუგდიდსა და მარნეულშიც გაიმართება

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციის მიხედვით, სამეგრელოსა და მარნეულში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

ზუგდიდსა და მარნეულის ოთხ საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი მონაცემები ამ დროისთვის უკვე ცნობილია.

ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევის 378, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა თამაზ ნავერიანმა 307 ხმა მიიღო.

განმუხურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ 285 ხმა მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა სანდრა რულოვსმა – 156.

ჯიხაშკარში  “ქართული ოცნების” წარმომადგენელს ედიშერ თოლორაიას 309 ხმა  მიიღო, სანდრა რულოვსმა -117.

როგორც ორივე პარტიის ლიდერები აცხადებენ, ამ მონაცემების მიუხედავად, ეს შედეგები არ არის საკმარისი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის 50%-იანი ბარიერის გადასალახად და ამიტომ 30 ოქტომბერს  მეორე ტური უკვე ზუგდიდსა და მარნეულშიც გაიმართება.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

მთავრობამ თავისი უარით თქვა, რომ 199 ევროიანი ბილეთი ურჩევნია

მთავრობის უარს მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებაზე, უცხოეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების უფასოდ შემოყვანასთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძე ეხმაურება ...