Home » მთავარი » „30 წელიწადს შვილებს ჩავუნერგე სამშობლოს სიყვარული, შევინარჩუნეთ ენა და დღეს საქართველო წაართვეს მათ!..“

„30 წელიწადს შვილებს ჩავუნერგე სამშობლოს სიყვარული, შევინარჩუნეთ ენა და დღეს საქართველო წაართვეს მათ!..“

“მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ” ფერეიდნელებს უარი უთხრა საქართველოს მოქალაქეობაზე. ეს ის ფერეიდნელები არიან, რომლემბაც საქართველოში ჩამოსვლა ზვიად ტომარაძის დახმარებით შეძლეს და შეისწავლეს ქართული ენა, ქართული სიმღერები.

ზვიად ტომარაძე

ძალიან სამწუხარო ამბავი!!! “მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ” ჩვენი მე–4 პროექტის მონაწილე ფერეიდნელებს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უთხრა!!!
ვცდილობ 400 წლის წინ სამშობლოს იძულებით მოწყვეტილი ჩვენი და–ძმები, რომლებმაც ქართული ენა დღემდე შეინახეს, უკან დავაბრუნო და ამაში ხელს შეწყობის მაგივრად ხელს მიშლით??? უცხო ჯიშის გადამთიელებს ხომ ურიგებთ მოქალაქეობას? გარეწრები ხართ!!!

ფერეიდნელების სახელი და გვარი ვისაც უარი უთხრეს:

კარლო მიქელაძე
ლევან მიქელაძე
მარიამ მიქელაძე
მაკა მიქელაძე
ნიკოლოზ ონიკაშვილი
ლია გოგიჩაშვილი
ნათია იოსელიანი
მაია სეფიაშვილი
ნინო გულიაშვილი
გვანცა იოსელიანი
არსენ ლაჩინაშვილი

ტომარაძე აღნიშნავს, რომ “მოქალაქეობის საკითხთა კომისიის” შემადგენლობის შეცვლა აუცილებელია, რადგან კომისიის წევრები, რომელებმაც 15 ფერეიდნელს უარი უთხრეს საქართველოს მოქალაქეობაზე, წლებია სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს მწვანე შუქს უნთებს საქართველოს მოქალაქეობაზე!

-ჩვენ სამწუხაროდ შეიძლება არ შეგვწევს ძალა, რომ ქვეყანაში ბევრი უმსგავსობა შევცვალოთ, მაგრამ ნამდვილად შეგვიძლია ბრძოლით მივაღწიოთ “მოქალაქეობის საკითხთა კომისიის” შემადგენლობის შეცვლას! კომისიის წევრები, რომელებმაც გუშინ 15 ფერეიდნელს უარი უთხრა საქართველოს მოქალაქეობაზე და ამავდროულად წლებია სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს მწვანე შუქს უნთებს საქართველოს მოქალაქეობაზე! არანაირი უფლება არა აქვთ დარჩნენ ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილ პირებად!!! მათი მიდგომები გუშინდელი დღიდან, ჩვენთვის ნათელია! მომავალი კვირიდან დავიწყოთ მათი კომისიიდან გათავისუფლებისთვის ბრძოლა!!!
ჩვენ უნდა მივაღწიოთ ამას და სხვა მათ ადგილზე მისული ახალი წევრებისთვის ეს იქნება გაკვეთილი! “-წერს ტომარაძე და სოციალურ ქსელში ფერეიდნელების სტატუსებს აქვეყნებს:

 

ეს კი ფერეიდნელების – კარლო და მაკა მიქელაძეების მამის დღევანდელი სტატუსი: 

“უძვირფასესო თანაფესვებო! დებო და ძმებო! არ ვიცი როგორი სიტყვებით მადლობა მოგახსენოთ ამდენი გულთბილი აზრების გამოხატვისთვის. ორი დღეა რაც ღრმა შოკში ვარ ჩემს შვილების თვალებში ვერ მიმიხედავს. ძალინ მრცხვენია. 30 წელიწადს ჩემს შვილებს ჩაუნერგე სამშობლოსა და ქართული ერისადმი სიყვარული. შეიძლება ბევრმა არ იცოდეს უცხო ქვეყანაში სადაც ყველაფერი უცხო ენაზე არის როგორ ძნელია საკუთარი ენის შენარჩუნება და მისი გადაცემა შვილებზე. მე იმისთვი გული არ მწყდება თუ რატომ მოქალაქეობა არ მიანიჭეს(დაუბრუნეს) ჩემს შვილებს, არამედ იმისთვის რომ თურმე ჩემი შვილები დაკითხვისთვის დაიბარეს და არა გასაუბრებისათვის. 36 საათიან ავტობუსით მოგზავრებს ეუბნებიან:.- “თქვენ რომ საქართველოში არც სახლი გაქვთ, არც სამუშაო ადგილი და არც ნათესავი რატომ გინდათ გადმოსახლდეთო?” აი ეს ყოფილა მთელი გასაუბრება. ეს ახალგაზრდების შევრაწყოფაა . მე კი ვერ ვაპატიებ მათ. ძალიან ვჭუხვარ რომ 400 წლის წინ შაჰ აბასმა საქართველოს წაართვა ის ხალხი და ახლა კი საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველო წაართვა ამ ხალხს”-აცხადებს ტომარაძე და სოციალურ ქსელში ამ ფერეიდნელების სტატუსებს აქვეყნებს.

 

ფერეიდნელების სტატუსების კითხვის დროს არ შეიძლება არ გაგახსენდეთ მათი აფხაზეთში სიმღერით გზავნილი-„გვიყვარხარ და გვენატრები“

არ გაგახსენდეს რუსთაველის 850 -ე საიუბილეო წელთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე ფერეიდნლებმა ამაღელვებელი მიმართვა – „გვიყვარხართ, ქართველებო! გვიყვარხარ, საქართველოვ!“

Facebook Comments
x

Check Also

22:00 საათიდან რესტორნები მცხეთაშიც დაიკეტება

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებზე ბრიფინგზე ისაუბრა თბილისსა და იმერეთის რეგიონში რესტორნების 22:00 ...