Home » მთავარი » 31 მაისს სახელმწიფო კანცელარიასთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე აქცია ანონსდება

31 მაისს სახელმწიფო კანცელარიასთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე აქცია ანონსდება

როგორც საზოგადოებას ადამიანის უფლებათა სახლმა მიაწოდა ინფორმაცია, თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაუჩინარდა. ადამიანის უფლებათა სახლის ცნობით, აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი,  ბოლოს 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე  თბილისში ნახეს. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა, ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს და ამ დრომდე მობილური გამორთული აქვს.

როგორც მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაიევა და მისი მეგობარი დაშგინ აღალარლი იუწყებიან, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ.

აფგან მუხთარლი აზერბაიჯანიდან დევნილი საგამოძიებო ჟურნალისტი და აქტივისტია, რომელიც ღიად გამოხატავდა აზერბაიჯანელი მთავრობის წინააღმდეგ მოსაზრებებს.

2015 წლის ინავრიდან ის საქართველოში, მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. აფგან მუხთარლი თავისუფალ ჟურნალისტად მუშაობს.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ადვოკატი, ნემეტ კარიმლი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს გაასაჩივრებს. ის საქართველოს მხარეს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში ადანაშაულებს.

მივყვეთ თანმიმდევრობას. ადვოკატმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტმა მას დღეს, აზერბაიჯანის დროით, 18:00 საათზე დაურეკა და უთხრა, რომ აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის მეტრო საჰილთან მდებარე შენობაში იმყოფება.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტის გადაცემა აზერბაიჯანისთვის საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან იყო საერთაშორისო ნორმების დარღვევა და ისინი აუცილებლად შეიტანენ სარჩელს საქართველოს წინააღმდეგ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და სამართალდამცველი ორგანოებიდან „გაუჩინარების“ საქმის უსწრაფერი გამოძიება მოითხოვა.

საბჭო 31 მაისს სახელმწიფო კანცელარიასთან აქციას აანონსებს.

Facebook Comments
x

Check Also

“ევროპული საქართველო” დიდუბე-ჩუღურეთში მხარს ზურა ჯაფარიძეს დაუჭერს

“გირჩის” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩევნებზე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე არჩევნებზე ...