Home » მთავარი » “320 ათასი ლარი ჯიპებში სირცხვილია და დანაშაულიც!”-მჯდომარე აქცია აჭარაში

“320 ათასი ლარი ჯიპებში სირცხვილია და დანაშაულიც!”-მჯდომარე აქცია აჭარაში

ამ წუთებში აჭარის საგზაო დეპარტამენტის უფროსის კაბინეტში მჯდომარე აქციას მიმდინარეობს . როგორც „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი მერაბ ღოღობერიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა „აილუქსის“ ჯიპების შესყიდვაზე, რასაც არასამთავრობოები აპროტესტებენ. მჯდომარე აქციას კი მარტო მართავს იმ მიზეზით, რომ არ უნდოდა ზედმეტი ხმაური და დაპირისპირება.

-„დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ ჩიქოვანი ახალი დანიშნულია და უკვე გამოცხადდა ტენდერი „აილუქსის“ 5 ჯიპის შესყიდვაზე, რაზეც 320 ათასი ლარი დაიხარჯება. ჩვენ ვთვლით, რომ იმ დროს, როცა ასეთი სიდუხჭირე და მრავალი პრობლემაა, იმ დროს, როცა აჭარის მთელი რიგი სოფლები ჯერ კიდევ არ არის გაწმენდილი ტექნიკის უქონლობის გამო, იმ დროს, როცა რეგიონში მხოლოდ 2 ინვესტიცია განხორციელდა, არანაირი აუცილებლობა არ არის ჯიპებით იარონ. ამ თანხით შესაძლებელია 2 ტრაქტორის შეძენა, რაც ნაწილობრივ მაინც მოაგვარებს პრობლემებს. გარეთ მობილიზებულია პოლიცია, დიდი ალბათობით მოხდება ჩემი დაკავება, მაგრამ მე მარტო არ ვარ, ჩემს გვერდით დგას ხალხი, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს და მათი ჯიპებით სიარული საკმაოდ აღიზიანებთ.

ასეთ დროს თანხის დახარჯვა ჯიპების შესაძენად სირცხვილია და დანაშაულიც!-აცხადებს ღოღობერიძე.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ჯარიმები კვლავ ძალაშია

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აღარ არის და კომენდანტის საათის მოიხსნა, იზოლაციისა და კარანტინის ...