Home » მთავარი » ისრაელის საელჩომ ოკუპირებული აფხაზეთიდან კოვეს ვიზიტზე კომენტარი გააკეთა

ისრაელის საელჩომ ოკუპირებული აფხაზეთიდან კოვეს ვიზიტზე კომენტარი გააკეთა

„ოკუპირებული აფხაზეთიდან კერძო პირის, დაურ კოვეს ისრაელში ვიზიტი არანაირ კავშირში არ არის ჩვენს სახელმწიფოსთან“-ასეთი კომენტარი გააკეთა ისრაელის საელჩომ საქართველოში.

„იზრაელი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლის იზრაელში ვიზიტს არანაირი კავშირი არ აქვს სახელმწიფოსთან“-აცხადებს საელჩო.

შეგახსენებთ, რომ აფხაზური მედიის ინფორმაციით, ისრაელში ყოფნისას ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელი დაურ კოვე  ქალაქ სდეროტის მერს შეხვდა. მან ინტერვიუ მისცა იზრაელის სახელმწიფო რადიოსაც.

Facebook Comments
x

Check Also

“სუხოიზე” დაამარცხა გახარიამ საპარლამენტო ოპოზიცია…

“მემარცხენე ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი კახა ძაგანია პრემიერის პარლამენტში გამოსვლას ეხმიანება და დადებითად აფასებს. -“სუხოიზე” დაამარცხა ...