Home » ექსკლუზივი » „ასეთი პოტენციალის ადამიანებს საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა ეძებდეს!..“

„ასეთი პოტენციალის ადამიანებს საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა ეძებდეს!..“

ფესვებით საქართველოსთან დაკავშირებულ, სტამბულში მცხოვრებ ბიზნესმენ ისმეთ აჯარზე მასალამ, რომელიც რამდენიმე ხნის წინ სააგენტოზე გამოქვეყნდა დიდი რეზონანსი და დაინტერესება გამოიწვია.

იხ.

http://www.gmtv.ge/32193-2/

კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მოსაპოვებლად ჩვენ თემურ შაშიაშვილს დავუკავშირდით, მითუმეტეს რომ, წინა მასალის დროს აღნიშნა, რომ მხოლოდ ისმეთ აჯარი არ არის „დიდი ქართული საქმის უხმაუროდ მკეთებელი“ და მის გვერდით დგას მევლუდ ართვინელიც.

სანამ თემურ შაშაშვილს დავუკავშირდებოდით, ჩვენ ხელთ ჩაგვივარდა თურქული გაზეთები, სადაც ამ ადამიანებზე და მათ შრომის ნაყოფზე უამრავი სტატიაა დაბეჭდილი.

ჩვენც საუბარი ბატონ თემურთან იმ ბაღებით დავიწყეთ, რომელზეც თურქული პრესა წერს.

-კარგია,რომ თქვენც და საზოგადოებაც დაინტერესდით ამ ადამიანებით და იმ საქმეებით, რომლებსაც ისინი აკეთებენ. სანამ ბაღებზე გეტყვით, მინდა პატარა შესავალი გავაკეთო. მე ისმეთ აჯარს გადავეცი რომან რურუას წიგნი. ძალიან მოიხიბლა. წიგნი გადავეცი მევლუდ ართვინელსაც, რომელიც უდიდესი პიროვნებაა და ეს ორი ადამიანი მართლა დიდ საქმეებს აკეთებენ საქართველოსთვის. რომან რურუაზე მოვუყევი, რომ მან ხრიოკ ადგილას შექმნა წალკოტი და პარალელი გავავლე, რომ ისმეთ აჯარმა ააშენა ქალაქი, რომლის მაცხოვრებლები ამაყები არიან აჯარკენტში ცხოვრებით. მერე როცა წიგნს საფუძვლიანად გაეცნენ, შემომთავაზეს დამეთვალიერებინა ის ბაღები, რომელზეც თქვენ მკითხეთ-დიახ, ჩემი თვალით ვნახე ეს საოცრება. წელს უმაღლესი ხარისხის ვაშლს მინიმუმ 200 ტონას მოიწევენ, ბალს – 130 ტონას, კივს – 10 ტონას.  მართლა წალკოტად აქციეს უდაბნო და როგორც გავიგე, უნდოდათ ანალოგიურის გაკეთება საქართველოში, რისი საშუალებაც და უფლებაც არ მისცეს.

 

-გამომდინარე იქიდან, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში მას საქმე ჩაეშალა, ხელიც შეუშალეს, თუ იცით ახლაც ნაწყენი ხომ არ არის? საქართველოში ჩამოსვლას და გეგმების განხორციელებას არ აპირებს?

-ადრეც გითხარით, სახტად დავრჩი, როცა გავიგე, რომ აჯარკენტის მსგავსი ქალაქის აშენება უნდოდა საქართველოში, იყო კიდეც შეთანხმებული ყველა დეტალი, პროექტში 20 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა, მაგრამ ვარდების რევოლუციით მოსულმა ხელისუფლებამ არ მისცა განხორციელების საშუალება და ის ტერიტორია, რომელზეც ამ ქალაქის მშენებლობა უნდა მომხდარიყო, სააკაშვილმა გადასცა რუს ბიზნესმენებს მსგავსი ქალაქის ასაშენებლად. დიახ, სააკაშვილმა პუტინის მეგობარ ბიზნესმენებს დაუთმო ქართული მიწა! ამის მერე ისმათ აჯარი საქართველოსკენ ნაკლებად იყურებოდა, თუმცა ახლაც დიდი სურვილი აქვს ბათუმი აქციოს უაღრესად თანამედროვე ქალაქად, მაგრამ…მან ვერ მიიღო გარანტია, რომ ხელს არავინ შეუშლიდა, არადა წარმოიდგინეთ-მოგებას მთლიანად საქართველოში ტოვებდა.სწორედ ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ადამიანების მსგავსი ადამიანები ჩვენი ქვეყნისკენ შემოვაბრუნოთ. მე ვცდილობდი, რომ ეს ადამიანები ბატონ რეზო ჩხეიძესთან და ბატონ მერაბ ბერძენიშვილთან დამეკავშრებინა, რათა შემდგარიყო ამ ადამიანების დიდი გაერთიანება და შეთანხმება, შემდგარიყო კონტაქტი. კიდევ ერთხელ გეუბნებით, აუცილებელია მევლუდ ართვინელის და  ისმათ აჯარის მსგავსი ადამიანების, მათსავით ქართულად მოაზროვნე ადამიანების პოტენციალის გამოყენება მხოლოდ საქართველოსთვის და არა პირადი მიზნებისთვის.

ბატონო თემურ, თქვენ ახლაც თქვით და წინა საუბრის დროსაც აღნიშნეთ, რომ უამრავი ადამიანი ნახეთ საზღვრებსგარეთ, რომლებსაც საქართველოსთვის გული შესტკივათ.

-დიახ, ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა კონგრესის მზადების პროცესში ბევრი ასეთი ადამიანი გავიცანი. ისმეთ აჯარი ქართული ფონდის ხელმძღვანელია.იქ 30-მდე ადამიანია გაერთიანებული, რომელთაც კავშირი აქვთ საქართველოსთან. ისინი ყოველი წლის დასაწყისში გაფართოებულ სხდომას მართავენ და იხილავენ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ახლა იანვარში იქნება კიდევ ასეთი სხდომა და მე კიდევ დავესწრები, რადგან ბედნიერებაა ჩემთვის ასეთი გულანთებული და დიდი საქმეების მკეთებელი ადამიანების კარგი და ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო საქმეებზე მსჯელობის მოსმენა.

-თურქეთის გარდა კიდევ სად ნახეთ ასეთი ადამიანები?

-ერთ ფაქტს მოგიყვანთ-იცის კი საქართველოში მოქალაქეების დიდმა ნაწილმა, რომ ანტარქტიკის შემსწავლელ მსოფლიო ცენტრს ქართველო ხელმძღვანელობს? იდეაც ქართველს ეკუთვნის და პროექტიც, რომლის მშენებლობაში ამერიკის ხელისუფლებამ 20 მილიარდი დოლარი ჩადო. მოსკოვში მოღვაწე სოსო ორჯონიკიძე. მან ქალაქში ქალაქი შექმნა. მოსკოვში ააშენა “ლონდონსითის” მსგავსი დიდი ქალაქი “მასკვასითი” და ამისთვის 80  მილიარდი ინვესტიცია მოიზიდა, მაგრამ ხაზგასასმელი ის არის, რომ ეს ადამიანი საქართველოშიც უამრავ საქმეს აკეთებს და არსად ჩანს, მეტიც, ხელის შეშლა უფრო აქვს ვიდერე დახმარება. ასევე ათენში ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ავთანდილ მიქაბერიძე, კიევში ქართული კულტურის ცენტრის, “ლაზიკას” დამაარსებელი ზურაბ მიქავა.

საქართველოში ცოტამ თუ იცის, რომ ოთხ დიდ ქვეყანაში – უკრაინაში, თურქეთში, ბელორუსიაში და რუსეთში ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარეები საქართველოსთან დაკავშირებული ადამიანები არიან, რომლებიც იქ უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობენ და ჩვენი ქვეყნისთვს არაერთი დიდი საქმე აქვთ გაკეთებული და აკეთებენ კიდეც, მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემაა.

მოკლედ, რომელი ერთი გითხრათ-80-ზე მეტ ქვეყანაში არიან ქართველები გაფანტული და იქ ისეთი აღიარების მქონეებს სამშოლოში არ იცნობენ. აი, ამიტომ გვინდოდა ჩვენ კონგრესის ჩატარება და ქართველთა დიდი შეერთებით მომავლის საქარველოს შენებისთვის საფუძველის ჩაყრისთვის. ამაზე წინაზეც გესაუბრეთ. დროა გაერთიანების, ქართველთა კავშირის გამყარების და არა პირადულზე, არამედ საქართველოზე ფიქრის.

Facebook Comments
x

Check Also

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა

უკვე მე-5 დღეა, რაც ზუგდიდში, “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელს ეძებენ. დღეს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ...