You are here
,,მოითხოვე ქართული” – დიდი გამოფენა და დაჯილდოება ვაკის პარკში ეკონომიკა მთავარი 

,,მოითხოვე ქართული” – დიდი გამოფენა და დაჯილდოება ვაკის პარკში

13 ნოემბერს 16:00 საათზე ვაკის პარკში ტარდება ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და ქართული პროდუქციის ერთგული მომხმარებლის დაჯილდოება.

13 ნოემბერს, 16:00 საათზე, თბილისის მედიათეკების გაერთიანებაში (ვაკის პარკი, ჭავჭავაძის 76) გაიმართება ქართული პროდუქციის გამოფენა და დაგროვებითი ბარათის ,,მოითხოვე ქართული” ფარგლებში მორიგი გამარჯვებულების გამოვლენა – დაჯილდოება. გამარჯვებულებს ქართული პროდუქციის ერთგული მომხმარებლის სერტიფიკატს საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერით გადასცემს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი. გამარჯვებულები, ასევე, მიიღებენ სპეციალურ პრიზებს 40-ზე მეტი ქართული კომპანიისგან.

დაგროვებითი ბარათი ,,მოითხოვე ქართული” არის საქართველოში პირველი პლასტიკური ბარათი, რომლის ფარგლებში ვირტუალური ქულები – ,,ქართულები” გროვდება ქართული პროდუქციის შეძენისას. მომხმარებელთა წახალისებისთვის ბარათზე დაგროვებული ქართულების მიხედვით ტარდება ყოველთვიური კონკურსი თვის ყველაზე მეტი ქართულების ტოპ-ოცეულის გამოსავლენად.  მათ შორის გამოვლინდება 5 ყრუ პირი, რომელთაც ყველაზე მეტი ქართულები დააგროვეს ბარათის ფარგლებში.

პროექტი, რომლის ფარგლებშიც დამზადდა დაგროვებითი ბარათი და ტარდება გამოფენები, მიზნად ისახავს კომპლექსურად იმუშაოს მეწარმეთა მარკეტინგულ მხარდაჭერაზე, პროდუქციის გაყიდვების ზრდაზე და მომხმარებლის წახალისებაზე.

პროექტის პარტნიორია 100 კომპანია.

პროექტს ახორციელებს ააიპ მოითხოვე ქართული საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით. ორგანიზაცია გამოფენებს აწყობს, ასევე, საზღვარგარეთ სლოგანით ,,მოითხოვე ქართული ყველგან”, გამოსცემს ქართული პროდუქციის კატალოგს, აკეთებს პარტნიორი კომპანიების პროდუქციის მარკეტინგულ მხარდაჭერას სოციალურ მედიაში.

პროექტის ფარგლებში უკვე გაყიდულია 900 000 ლარის ქართული პროდუქცია. პროექტის დაწყების შემდეგ ქართული პროდუქციის წილი მთლიან შენაძენში გაიზარდა 7%-ით.

ქართული პროდუქციის გამოფენას და დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პროექტის პარტნიორი კომპანიები, დანიტერესებული პირები, მედია.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ვებგვერდი: moitkhove.ge, fb/მოითხოვე ქართული,

საკონტაქტო ინფორმაცია: პროექტის ხელმძღვანელი, ირაკლი შაკიაშვილი 598 101 892;

551 515 834 (საზოგადოებასთან ურთიერთობა)

 

დღის წესრიგი:

გამოფენის გახსნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი 16:00
პროექტის შედეგების პრეზენტაცია ააიპ ,,მოითხოვე ქართული” ხელმძღვანელი ირაკლი შაკიაშვილი 16:15
პარტნიორი კომპანიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ააიპ ,,მოითხოვე ქართული” ხელმძღვანელი ირაკლი შაკიაშვილი 16:20
რატომ უნდა მოვითხოვოთ ქართული გოგა ჩანადირი, ირინა ონაშვილი, 16:30
პროექტის შეფასება ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე, 16:40
ერთგული მომხმარებლის დაჯილდოება (სერტიფიკატების და საჩუქრების გადაცემა) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ააიპ ,,მოითხოვე ქართული” ხელმძღვანელი ირაკლი შაკიაშვილი 16:50
ქართული პროდუქციის დეგუსტაცია-გაყიდვა, მედია ტური 17:00-დან

 

Comments

comments

Related posts