You are here
დეპუტატის რანგში ბოლო დღესაც ხალხთან და საჭირო საქმის კეთებაში მთავარი საზოგადოება 

დეპუტატის რანგში ბოლო დღესაც ხალხთან და საჭირო საქმის კეთებაში

გულიკო ზუმბაძე ახალგაზრდობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას – “ერთად მშვიდობიანი მომავლისათვის” დაესწრო

თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე მსოფლიო ახალგაზრდობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრო.
ღონისძიებაზე, რომელიც ორგანიზაცია “ქალთა თანადგომა მშვიდობისათვის” და სმენადაქვეითებულთა კავშირის ინიციატივით გაიმართა, სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებმა საკუთარი შემოქმედება წარმოაჩინეს.

დეპუტატმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ერთად ყოფნით, სოლიდარობით და თანადგომით მშვიდობიანი მომავლის, ინტეგრირებული და სათანადო გარემოს უზრუნველყოფა შესაძლებელია, რომ დიდია სამოქალაქო განათლებისა და კულტურის როლი მიზნის მიღწევაში.

მან ასევე აღნიშნა, რომ სიმბოლურია მისი, როგორც მე – 5 მოწვევის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის ბოლო დღეს მსგავს ღონისძიებაზე დასწრება.

“ერთად მშვიდობიანი მომავლისათვის” ბრძოლა და შრომა გრძელდება ” – აღნიშნა გულიკო ზუმბაძემ.
მანამდე დეპუტატმა, თბილისის საკრებულოში, 2014-2017 წლების მუშაობა შეაჯამა და მოწვეულ სტუმრებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის ანგარიში წარუდგინა.

Comments

comments

Related posts